კურო
აჩქარებით ყველაფერს გააფუჭებთ. კოლეგებსა და პარტნიორებს შეუსრულეთ დანაპირები. კარგი დღეა უფროს ნათესავებთან შესახვედრად.
ტყუპი
არ გასცეთ ფული. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს. ნუ აიღებთ საკუთარ თავზე პასუხისმგებლობას რთულ საქმეებზე.
კირჩხიბი
რთული დღე გელით, მაგრამ არა უიღბლო. მშრომით ყველაფერში წარმატებას მიაღწევთ. განსაკუთრებულ ყურადღებას იგრძნობთ საპირისპირო სქესისგან. მოსალოდნელია კომპლიმენტები და სიყვარულში გამოტყდომა.
ლომი
კარგი დღეა ფიზიკური დატვირთისთვის. შესაძლოა, დღეს შეხვდეთ ადამიანს, ვის ნახვასაც ოცნებობდით. რთული საქმეების შესრულებისას კოლეგები დაიხმარეთ.
ქალწული
ლიდერი ხართ და გარშემო მყოფებს ახალი საქმეების შესასრულებლად ადვილად დაიყოლიებთ. კარგი დღეა ხელშეკრულებების, დოკუმენტების გასაფორმებლად. ნუ გაართულებთ ურთიერთობას საყვარელ ადამიანთან.
სასწორი
დაძაბული დღე გაქვთ. მოერიდეთ კონფლიქტს გარშემო მყოფებთან. ორგანიზებულად და დაკვირვებულად იმუშავეთ. მოერიდეთ ფულის ხარჯვას, გაუფრთხილდით საფულეს.
მორიელი
სარფიან წინადადებას მიიღებთ, რაც მომავალში დაწინაურებას გპირდებათ. მეტი მზრუნველობა გმართებთ გარშემო მყოფებზე.
მშვილდოსანი
განწყობილებას ვერაფერი გაგიფუჭებთ, – მცირე უსიამოვნებებს სწრაფად მოაგვარებთ. წვეულებაზე ბევრ მეგობარსაც გაიჩენთ და ძველ ახლობლებსაც შეხვდებით.
თხის რქა
კარგი დღეა საქმიანი შეხვედრებისთვის, ბიზნესის გასაფართოებლად. შესაძლებელია საინტერესო სამსახური შემოგთავაზონ. მხიარულად ჩაივლის საოჯახო ვახშამი.
მერწყული
ახალი თანამდებობა დამატების სამუშაოსაც მოგიტანთ. ნუ გეშინიათ დამარცხების. თამამად იმოქმედეთ. მოსალოდნელია გავლენიან პირებთან შეხვედრა.
თევზები
მარტო იმდენს ვერ გააკეთებთ, რამდენსაც ახლობლების ხელშეწყობით. ამიტომ, დახმარებაზე უარი არ თქვათ. კარგი დღეა ცოდნის მისაღებად, გასაღრმავებლად. მნიშვნელოვანი საკითხების განსახილველად.