28 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

28 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

კურო

სტუმრიანობა გელით, შეიძლება საზღვარგარეთიდან გეწვიონ დიდი ხნის უნახავი ნათესავები. შეიძლება ოჯახში ახალი წევრი შემოგემატოთ. შეიძლება საჩუქრად შინაური ცხოველი მიიღოთ.

ტყუპი

მეგობრები ისეთი შემოთავაზებით მოგმართავენ, რაზეც უარს ვერ იტყვით და რაზეც დიდხანს ოცნებობდით. ამიტომ, ნუღარ დააყოვნებთ. შესაძლებელია უცხოეთიდან მიიღოთ მიწვევა სამუშაოდ, ან ახალი კონტრაქტები გააფორმოთ უცხოელ კოლეგებთან.

კირჩხიბი

ახალი ნაცნობების დახმარებით უამრავ პრობლემას მოაგვარებთ, მაგრამ ყველაფერი უმტკივნეულოდ ვერ ჩაივლის, თავადაც მოგიწევთ აქტიურობა და ნერვების მოშლა. ფინანსური დოკუმენტები და საბუთები ყურადღებით შეავსეთ.

ლომი

გარშემო მყოფები ყველა საქმეში აღმოგიჩენენ დახმარებას. მათი დახმარებით რთულ პრობლემებსაც კი სათქვენოდ მოაგვარებთ. კარგი დღეა ახალი ინფორმაციების მისაღებად და მათ განსახილველად.

ქალწული

კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად. საბუთების გაფორმებისას ყურადღება გმართებთ, რათა არაფერ გამოგრჩეთ, შეცდომები არ დაუშვათ. მომავალში თავი უხერხულ სიტუაციაში რომ არ ჩაიგდოთ, დღეს არავის არაფერს დაჰპირდეთ.

სასწორი

სრულიად მოულოდნელად, უჩვეულო ადგილას შეხვდებით თქვენთვის მნიშვნელოვან პიროვნებას. პირველი შეხვედრისასვე მიხვდებით გაგრძელდება თქვენი ურთიერთობა მომავალში თუ არა.

მორიელი

დღეს შეიძლება ისეთ ადგილას მოგიწიოთ მისვლა, გამგზავრება, სადაც ადრე ცხოვრობდით. შეიძლება ძველ, დიდი ხნის უნახავ მეგობარს შეხვდეთ, რომელთანაც გულითადი საუბარი გელით.

მშვილდოსანი

ეს დღე თავგადასავლებით დაგამახსოვრებთ თავს. შეიძლება ძველ, გადანახულ ნივთებს მიაგნოთ. კარგი დღეა სწავლისა და ახლი ინფორმაციების მისაღებად.

თხის რქა

დღეს შანსი მოგეცემათ გამოავლინოთ თქვენი შესაძლებლობა; ცოდნა გაუზიაროთ გარშემო მყოფებს. რის შემდეგაც აღიარება და კარიერული წარმატება გელით.

მერწყული

მოამზადეთ ის საქმეები, რის დაწყებასაც ამ კვირაში აპირებთ. კარგი დღეა შეხვედრებისა და მოლაპარაკებებისთვის. თუ მგზავრობას აპირებთ, გადაამოწმეთ საბუთები და არ გამოგრჩეთ აუცილებელი ნივთები.

თევზები

მაქსიმალურად მოერიდეთ კამათს გარშემო მყოფებთან როგორც პირად, ასევე ფინანსური საკითხების გამო. თუ თავად გიჭირთ საქმეებთან დამოუკიდებლად გამკლავება, დახმარება ახლობლებს სთხოვეთ.

31 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით

მთვარის ჰოროსკოპი: 31 ოქტომბერი

30 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით