კურო
მნიშვნელოვანი ნაბიჯის გადადგმამდე, ოცნებების რეალიზებამდე კიდევ ერთხელ კარგად გაიაზრეთ ქმედებები და შედეგები, რადგან წარმატების მიღწევით დაიმედებული, საკუთარი ილუზიების ტყვეობაში არ აღმოჩნდეთ.
ტყუპი
დღეს საუკეთესო არბიტრი და მოსამართლე იქნებით. მარტივად შეძლებთ სხვათა კონფლიქტის მოგვარებას. რაც გარშემო მყოფებში აგიმაღლებთ ავტორიტეტს და შეიძლება ახალი თაყვანისმცემელი ან მეგობარი შეიძინოთ.
კირჩხიბი
სამსახურებრივი საქმეების გამო პირადი საკითხების მოგვარებასა და ჰობის სათანადო ყურადღებასა და დროს ვერ დაუთმობთ. მუშაობისას საკუთარ ინტუიციას ენდეთ და ნუ ეცდებით, პასუხების გარშემო მყოფებისგან მიღებას.
ლომი
კარგი დღეა წარსულის გასაანალიზებლად. დაფიქრდით, რამ შეგიშალათ ხელი წარმატების მიღწევაში, ეცადეთ მის გამოსწორებას და ეს ნეგატიური გამოცდილება გაკვეთილად გაიხადეთ.
ქალწული
დღეს რაც უფრო მშვიდი, მომთმენი და უეიმოციო იქნებით, მით მეტად მოიგებთ. თუ სიტუაციას გააკონტროლებთ, ეს დღე პოზიტივსა და სიხარულს მოგიტანთ.
სასწორი
დღე მშვიდად ჩაივლის თუ პირად ცხოვრებას თავად არ დაძაბავთ. ნუ იქნებით საყვარელი ადამიანის მიმართ ზედმეტად პრეტენზიული და მომთხოვნი. გახსოვდეთ, რომ თქვენს პარტნიორსაც აქვს მოთმინების უნარი და ნუ დააკარგვინებთ მას.
მორიელი
დღეს მაღაზიებში გავლის, გარდერობის განახლებისა და ფულის ხარჯვის სურვილი მოგეძალებათ. ნუ ეტყვით საკუთარ თავს ნურაფერზე უარს. დღეს შეიძლება ისეთ ნივთს წააწყდეთ, რომელზეც დიდხანს ოცნებობდით.
მშვილდოსანი
მეგობრები უქმეებზე ქალაქგარეთ გამგზავრებასა და დროის მხიარულად გატარებას, დასვენებას შემოგთავაზებენ. უარს ნუ ეტყვით მათ, წინ სასიამოვნო სიურპრიზები გელით.
თხის რქა
მცირე ხარვეზებმა შეიძლება საქმეების მოგვარებაში შეგიშალოთ ხელი, მაგრამ ნუ დადარდიანდებით გამოასწორეთ შეცდომები და საქმე ხვალ დაასრულეთ.
მერწყული
თუ სასურველი ნივთის შესაძენად ფული არ გყოფნით, ეცადეთ, ნათესავები და მეგობრები დაარწმუნოთ, რომ დაგეხმარონ.
თევზები
ყველაფერი არც ისე ცუდადაა, როგორც თქვენ გგონიათ, ეცადეთ ზედმეტი დრამატიზების გარეშე მოუყვეთ გარშემო მყოფებს თქვენი ამბავი და მათი მხარდაჭერით გამოასწოროთ სიტუაცია.