ნოემბერი ძველრომაული კალენდრით მეცხრე, ხოლო გრეგორიანული კალენდრით მეთერთმეტე თვეა. სახელწოდებაც მისი სწორედ ცხრიანს უკავშირდება. (ლათ. novem – ცხრა). ქართული წარმართული კალენდრის – ტირისკონის მიხედვით ნოემბერს ყველაზე გავრცელებულ სახელწოდებასთან – გიორგობისთვესთან ერთად, სხვაგვარად ჭინკობისთვედაც მოიხსენიებდნენ. ასტროლოგიური კუთხით ნოემბერი ორ აბსოლუტურად განსხვავებულ ნიშანს აერთიანებს: ვნებიან, ექსპანსიურ, ღრმად ემოციურ მორიელსა და იდეალისტ, მაწანწალა, მხიარულ მშვილდოსანს, რომელიც კენტავრის გაორებული ბუნების გამო ხშირად იცვლის მიზნებს და შეხედულებებს, რაც არამც და არამც არ ახასიათებს მიზანმიმართულ და პრინციპულ მორიელს.
როგორია 28 ნოემბერს დაბადებული ადამიანი
28 ნოემბერს დაბადებული ადამიანები წინააღმდეგობრივი ხასიათითა და ექსტრიმის უზომო სიყვარულით არიან დაჯილდოებულნი. ამ ხალხს ძალიან უყვარს კამათი და ხშირად გამოდიან ცენტრალურ ფიგურად გაცხარებული დებატების მსვლელობისას. თუმცა, სასურველია, საკუთარ ხასიათში არსებული რადიკალიზმი ცოტათი მაინც შეარბილონ, წინააღმდეგ შემთხვევაში არაერთხელ გახდებიან კონფლიქტის მსხვერპლნი.