ორშაბათი, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 14:25-ზე, მთვარე 02:07-ზე მერწყულში გადავა
მოაგვარეთ წვრილ-წვრილი საქმეები. სერიოზულები სხვა დროისთვის გადადეთ. კარგი დღეა კოლექტიური მუშაობისთვის, ბიზნესისთვის. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. ნეიტრალური დღეა ვაჭრობისა და სასამართლო საქმეებისთვის. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად; ურთიერთობის გარჩევისათვის. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები.
ვერძი: ისწავლეთ დროისა და ენერგიის სწორად გადანაწილება. საუკეთესო დღეა სწავლის დასაწყებად. მასალა, რომელსაც აითვისებთ, დიდხანს დაგამახსოვრდებათ.
კურო: დაიწყეთ ფსიქოლოგიური წიგნების კითხვა, რაც დაგეხმარებათ უკეთ გაიცნოთ საკუთარი თავი და გაიუმჯობესოთ დამოკიდებულება საყვარელ ადამიანებთან.
ტყუპი: მოიმატებს ოპტიმიზმი და ახალი იდეების განხორციელება გაგიადვილდებათ. წარმატება გელოდებათ ბიზნესმენ ნიშნებს. მოუფრთხილდით საყოფაცხოვრებო ტექნიკას.
კირჩხიბი: სახლშიც და სამსახურშიც წესრიგი უნდა დაამყაროთ. დაგროვილი საქმეები დაასრულოთ და ახალი პროექტებიც დაიწყოთ. შეცვალეთ დღის განრიგი, რათა გაგიადვილდეთ ყოველდღიური რუტინასთან გამკლავება.
ლომი: კარგი დღეა სწავლის დასაწყებად, სასურველი კურსის გასავლელად. ამასთან, დაკვირვება გმართებთ მუშაობისას და, რაც მთავარია, ნუ დაძაბავთ ურთიერთობას უფროსებთან.
ქალწული: გააუმჯობესეთ ურთიერთობა ნათესავებთან და მშობლებთან. ეცადეთ ნაკლებად გააკრიტიკოთ ისინი. საღამო შინ გაატარეთ, დაკავდით საოჯახო ვალდებულებებით.
სასწორი: მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას საეჭვო რეპუტაციის მქონე ადამიანთან. დღეს არ არის რეკომენდებული ფულის სესხება ან გასესხება.
მორიელი: მეტი დრო დაუთმეთ მატერიალური მდგომარეობს გაუმჯობესებას, ფულის დაბანდებას. საღამოს საყვარელ ადამიანთან ერთად კულტურულ წვეულებას დაესწარით.
მშვილდოსანი: სამსახურში ზედმეტ პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე ნუ აიღებთ. ვალდებულებებს სათანადოდ ვერ გაუმკლავდეთ და საქმიან პარტნიორებთან დამოკიდებულება გაგიფუჭდეთ.
თხის რქა: შეიძლება ახლობლების საიდუმლოებები გამოააშკარაოთ. ფინანსების გამო მოერიდეთ უთანხმოებას საქმიან და სასიყვარულო პარტნიორთან.
მერწყული: უამრავი საქმე დაგიგროვდათ სახლშიც და სამსახურშიც. მოგიწევთ მშობელებზე ზრუნვა, მათთვის მატერიალური საკითხების მოგვარება. თევზებისასურველის მისაღწევად შრომა მოგიწევთ და ზოგჯერ კი - გავლენიანი ადამიანების შეწუხებაც. მუშაობისას იყავით დაკვირვებული წვრილმანებისადმი.