ავტორი:

28 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

28 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 12:40-ზე, მთვარე მშვილდოსანშია

კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხიმიან საკვებს.

ვერძი: ემოციურად რეაგირებთ ყველაფერზე, განსაკუთრებით, როცა საქმე ფულს და სიყვარულს ეხება. იყავით კეთილგონიერი და ნუ მიიღებთ დაუფიქრებელ გადაწყვეტილებას. საღამოს თავგადასავლებისადმი გაგიმძაფრდებათ ინტერესი.

კურო: ყველა მნიშვნელოვანი საქმე დღის პირველ ნახევარში მოაგვარეთ. გამოჩნდება ადამიანი, რომელიც სირთულეებთან გამკლავებაში დაგეხმარებათ. საღამო გამოითავისუფლეთ რომანტიკისთვის.

ტყუპი: დაასრულეთ დაწყებული საქმეები და მერე დაიწყეთ ახლები. კარგი იქნება, თუ ვალდებულებებს კოლეგებსაც გადაუნაწილებთ. გააუმჯობესეთ დამოკიდებულება ოჯახის წევრებთან და საყვარელ ადამიანთან.

კირჩხიბი: საქმეების პარალელურად გამონახეთ დრო შემოქმედებითი იდეების განსახორციელებლად. ახალი ვალდებულებები დაგემატებათ. საუკეთესო დღეა საყვარელი ადამიანისთვის რომანტიკული პაემნის მოსაწყობად.

ლომი: ყველა საქმე, რომელსაც დღეს დაიწყებთ, წარმატებით დაგვირგვინდება. იყავით მეტად მიზანმიმართული. დიპლომატიურად მოაგვარეთ სამემკვიდრეო საკითხები ნათესავებთან.

ქალწული: ახალი შესწავლის დღეა. დაკვირვებით შეავსეთ საბუთები. იყავით დაკვირვებული გადადგილებისას. საღამო მეგობრებთან ერთად მხიარულ გარემოში გაატარეთ.

სასწორი: გაიცნობთ საინტერესო ადამიანს, რომელიც შეიძლება თქვენი მეგობარი ან საქმიანი პარტნიორი გახდეს. ნუ გარისკავთ საკუთარი ან სხვისი ფულით. საღამოს მოგინდებათ გემრიელობების დაგემოვნება.

მორიელი: სასიამოვნო სიახლეები გელოდებათ. მიიღებთ იმ შედეგს რასაც ელოდებოდით. კარგი დღეა ცხოვრების უკეთესობისკენ შესაცვლელად. საღამო გამოითავისუფლეთ ახლობლებთან შესახვედრად.

მშვილდოსანი: რაც უფრო მეტად იქნებით დაკვირვებული დეტალებზე, მით ნაკლებ შეცდომას დაუშვებთ. მოგინდებათ თქვენი ახალი გატაცების ან სასიყვარული ურთიერთობის სხვებისგან დამალვა. საღამო შვიდ, სასიამოვო გარემოში გაატარეთ.

თხის რქა: დაკვირვებულად გადადით თითოეული ნაბიჯი, ნუ გარისკავთ ფულით, მეგობრული ურთიერთობებით. საღამოს მეგობრებთან ერთად ინტელექტუალურ საქმიანობაში ჩაერთეთ.

მერწყული: გაფრთხილდით, რომ არ გაებათ აფერისტების გონივრულად დაგებული მახეში. არაა გამორიცხული, ახლობლებმა ადამიანმაც კი გიღალატოთ. საღამოს საყვარელ ადამიანთან გულითადი საუბარი მოვლენებს სხვანაირად დაგანახვებთ.

თევზები: დღის გეგმა შეიძლება სრულიად მოულოდნელად შეგეცვალოთ. ახალი ვალდებულებები დაგემატებათ სამსახურშიც და ოჯახშიც. ზოგიერთს ფლირტი და სასიყვარულო ურთიერთობის დაწყება გელოდებათ უცხოელთან.