28 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

28 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 17:44-ზე, მთვარე ვერძშია

კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინების, ნიშნობისა და ჩასახვისათვის. არ მიიღოთ: რძე და რძის პროდუქტები, ცხარე და ცხელი საკვები, ხორცი, ალკოჰოლი, შეამცირეთ სიგარეტის რაოდენობა. სიფრთხილე გვმართებს და განსაკუთრებით, მჭრელ საგნებთან, აალებად ნივთიერებებთან. მოერიდეთ ტრავმებს.

ვერძი

გაზრდილია შფოთვა და ნერვიულობა. პირქუში ფიქრების გონებიდან მოსაშორებლად, მეტი დაისვენეთ, გაისეირნეთ სუფთა ჰაერზე, დაკავდით სასიამოვნო გასართობით.

კურო

სხვების რჩევა გამოგადგებათ, უნდა მოუსმინოთ მეგობრების ან ნათესავების აზრს. უფრო მშვიდად რეაგირება გმართებთ იმაზე, რაც ხდება, ტყუილად არ დახარჯოთ ენერგია.

ტყუპი

მოტყუების ან ინტრიგების თავიდან ასაცილებლად, ფრთხილად მოეპყარით ახალ ნაცნობებს და ნუ დაუჯერებთ ყველაფერს, რასაც გეტყვიან. აკონტროლეთ ემოციები, რათა არ დაიწყოთ ჩხუბი ან არ გაიფუჭოთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან.

კირჩხიბი

დღე შესაფერისია დაწყებული სამუშაოს დასასრულებლად. გამონახეთ დრო ჰობისთვის. საღამო გაატარეთ მშვიდ სასიამოვნო გარემოში.

ლომი

შეეცადეთ არ იმოქმედოთ იმპულსურად. არასწორი ან სპონტანური გადაწყვეტილებები შეცდომებს და იმედგაცრუებას გამოიწვევს. შეიძლება იგრძნოთ დაძაბულობა და გარკვეული შფოთვა. გირჩევთ, კარგად დაფიქრდით სანამ ვინმეს რამეს დაპირდებით.

ქალწული

გააკონტროლეთ ყველაფერი, რაც ხდება, ყურადღება მიაქციეთ წვრილმანებს. ზოგიერთი სიტუაცია ზედმეტად ძლიერ ემოციებს გამოიწვევს. რაციონალურად შეხედეთ ყველაფერს, არ ინერვიულოთ.

სასწორი

უმჯობესია უარი თქვათ დამატებით პასუხისმგებლობებზე ან დავალებებზე. გონივრულად ხარჯეთ ენერგია. საყვარელ ადამიანთან მოერიდეთ კამათს, მიმართეთ ხუმრობებს და კომპლიმენტებს.

მორიელი

მიეცით ახლობლებს კარგი რჩევა, თუ ისინი ამას ითხოვენ, მაგრამ ნუ ეცდებით თქვენი აზრის ჯიუტად მტკიცებას. მოერიდეთ დაპირებების გაცემას, ფულის ფლანგვას.

მშვილდოსანი

კარგი დღეა შესრულებული სამუშაოს შედეგების შესაფასებლად. გაიაზრეთ თქვენი გამარჯვებაც და შეცდომებიც, რათა მომავალში დაიზღვიოთ თავი. იყავით მშვიდი და გააზრებული.

თხის რქა

გაატარეთ დღე მეგობრების ან საყვარელი ადამიანების გარემოცვაში. ნუ ეცდებით სკეპტიკურად განწყობილი ადამიანების დარწმუნებას ან გადარწმუნებას.

მერწყული

დღეისთვის არ უნდა დაგეგმოთ რაიმე მნიშვნელოვანი, იმოქმედეთ ახალი გარემოებების შესაბამისად, მიმართეთ იმპროვიზაციას. დღის მეორე ნახევარი უფრო წარმატებული და ნაყოფიერი იქნება. მიიღებთ სასიხარულო ამბებს და თქვენი განწყობა შესამჩნევად გაუმჯობესდება.

თევზები

თქვენი ურთიერთობების შესანარჩუნებლად, გააკონტროლეთ თქვენი გრძნობები და ნუ ამბობთ იმას, რასაც ინანებთ. კომუნიკაციის სირთულეები შეიძლება წარმოიშვას უახლოეს ადამიანებთანაც კი. აკონტროლეთ ემოციები.