კურო
მოვლენები პოზიტიურად განვითარდება, როგორც სამსახურში, ასევე ოჯახში. საღამო საქმეებისგან გამოითავისუფლეთ და მშვიდ გარემოში დაისვენეთ.
ტყუპი
მოერიდეთ დაუფიქრებელ ქცევასა და პასუხის გაცემას. ყურადღებით იყავით, არავინ გაგაბათ ეშმაკურად დაგებულ მახეში, განსაკუთრებით, თუ საქმე ფინანსურ საქმიანობას ეხება.
კირჩხიბი
შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ გარშემო მყოფებს არ ესმით თქვენი, ზურგი გაქციეს. სინამდვილეში, გადაღლილობისგან თავად ხართ უხასიათოდ. სიმშვიდე და დასვენება გესაჭიროებათ.
ლომი
შეიძლება სხვა გეგმები გქონდათ, მაგრამ მეგობრების მიერ შემოთავაზებულ მგზავრობაზე უარს ნუ იტყვით. საინტერესო და დასამახსოვრებელი თავგადასავლები გელით.
ქალწული
საიდუმლოებები იმ ადამიანებს გაუმხილეთ, ვის ერთგულებაშიც დარწმუნებული ხართ. აგრეთვე, გეგმები გააცანით მათ, ვინც ხელს კი არ შეგიშლით, არამედ დაგეხმარებათ მათ განხორციელებაში.
სასწორი
დღეს უამრავ ადამიანს შეხვდებით და ყველას რჩევის მოცემა მოუნდება თქვენთვის. შეიძლება ზოგიერთს არ ეთანხმებოდეთ, მაგრამ მაქსიმალურად მშვიდად მოუსმინეთ მათ.
მორიელი
შეიძლება დღეს ახალი საქმიანობა წამოიწყოთ ან სამოქმედო სფერო შეიცვალოთ. მაქსიმალურად ყურადღებით იმოქმედეთ, გაესაუბრეთ თანამოაზრეებს, განიხილეთ ახალი პროექტები.
მშვილდოსანი
გარშემო მყოფების დახმარების გამო საკუთარ საქმეებს გვერდზე ნუ გადადებთ. აგრეთვე, გაფრთხილდით, რომ მათ მარიონეტად არ იქცეთ.
თხის რქა
კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. მუშაობაში ახლი ტექნოლოგიების გამოსაყენებლად, გამოცდილების მისაღებად.
მერწყული
საინტერესო მოვლენებით დატვირთული დღე გელით. ზოგის მონაწილე, ზოგის დამკვირვებელი იქნებით. ყველაფერს დააკვირდით, მაგრამ ნუ გამოტანთ ნაჩქარევ დასკვნებს.
თევზები
წარმატებას იმ შემთხვევაში მიიაღწევთ, თუ დილიდანვე ჩამოწერთ სამოქმედო გეგმას, ყველა დაბრკოლებას თავად გაუმკლავდებით და საკუთარი საქმეების შესრულებას სხვებს არ გადააბარებთ.