კურო
დილიდანვე პოზიტიური განწყობა შეიქმენით და ეცადეთ შეინარჩუნოთ იგი, განსაკუთრებით თუ სტუმრად აპირებთ წასვლას.
ტყუპი
ახლობლებს დახმარებაზე უარს ნუ ეტყვით. საქმეებში თქვენი უმნიშვნელო წვლილიც კი მათ დიდხანს ემახსოვრებათ, რაც ავტორიტეტს აგიმაღლებთ.
კირჩხიბი
თუ ქალაქგარეთ აპირებთ გამგზავრებას ან ავტომობილით მოგიწევთ ხანგრძლივი გადაადგილება, საგულდაგულოდ შეამოწმეთ თქვენი მანქანა.
ლომი
დღეს გარშემო მყოფებს რჩევით, მატერიალურად უნდა დაეხმაროთ. შეიძლება ერთმანეთზე განაწყენებული მეგობრების შერიგებამ მოგიწიოთ.
ქალწული
ნუ გაართულებთ ურთიერთობას საყვარელ ადამიანთან. მაქსიმალურად შეიკავერთ თავი კრიტიკისა და თქვენეული პირდაპირი გამონათქვამებისგან.
სასწორი
ეცადეთ გააუმჯობესოთ დამოკიდებულება შვილებთან. მეტი დრო გაატარეთ მათთან ერთად. კარგი დღეა პიკნიკის მოსაწყობად; კულტურული ადგილების მოსანახულებლად.
მორიელი
დილით მიღებული ინფორმაციის გამო შეიძლება გეგმები შეგეცვალოთ, მაგრამ ნუ აჩქარდებით, ყველაფერი კარგად გაიაზრეთ და ისე მიიღეთ საბოლოო გადაწყვეტილება.
მშვილდოსანი
კარგი დღეა ფლირტისა და სიმპათიების გამოსახატავად. თუ ადამიანის მიმართ წრფელი გრძნობა გაკავშირებთ, თამამად გამოავლინეთ იგი.
თხის რქა
დაძაბულ ურთიერთობასაც კი იუმორით განმუხტავთ. ნუ ეცდებით სიტუაციის კიდევ დამძიმებას. პირიქით, მარტივად შეხედეთ ყველაფერს.
მერწყული
იდეებისა და ფანტაზიების განხორციელების დღეა. საქმეების დაწყებამდე ყველაფერი კარგად გაანალიზეთ, რათა საკუთარი ქმედებების მსხვერპლი რ გახდეთ.
თევზები
დღეს ან ნათესავებისგან მიიღებთ მატერიალურ დახმარებას, ან მეგობრები გაგიმართავენ ხელს. მთავარია, ფული სისულელეში არ დახარჯოთ და იგი რეალურ საქმეს მოახმაროთ.