28 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

28 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

კურო

დღეს სურვილი გაგიჩნდებათ, გარშემო მყოფებს თავი მოაწონოთ. კარგი დღეა ნათესავებთან შესახვედრად და საოჯახო დღესასწაულისთვის.

ტყუპი

არ იწუწუნოთ უფულობაზე. არ გადატვირთოთ კუჭი. ზოგიერთი ძვირად ღირებულ საჩუქარს მიიღებს.

კირჩხიბი

კარგი დღეა რომანტიკული შეხვედრისა და ახალი რომანის დასაწყებად. საღამოს შემოქმედებითი ღონისძიება, ოჯახური ვახშამი ან პაემანი დანიშნეთ.

ლომი

დღე აგარაკზე, ბუნებაში გაატარეთ. საღამოს კონცერტზე ან მოდურ წვეულებაზე დაგპატიჟებენ.

ქალწული

კარგი დღეა კოლექტიური საქმეებისთვის. არა აქვს მნიშვნელობა ნათესავებთან ერთად იმოქმედებთ თუ კოლეგებთან. გაგიუმჯობესდებათ ურთიერთობა საყვარელ ადამიანთან.

სასწორი

კარგი დღეა სამომავლო გეგმების შესადგენად, რაც კარიერულ წინსვლასა და მატერიალურ კეთილდღეობას მოგიტანთ. გამონახეთ დრო ოჯახური სადილისთვის.

მორიელი

სამსახურის საქმეების გარდა გახსოვდეთ, რომ ჰობიც არსებობს, ის, რაც კარგ განწყობას შეგიქმნით. კარგი დღეა მეგობრებთან ერთად პიკნიკისთვის, თევზაობისა და კულინარიისთვის.

მშვილდოსანი

დღეს განსაკუთრებით მგრძნობიარე ხართ სიყვარულში. კარგი დღეა კულტურული ღონისძიებისთვის, ოჯახის წევრებთან ურთიერთობების მოსაგვარებლად.

თხის რქა

უარი არ თქვათ მეგობრულ თუ ელიტურ მიპატიჟებაზე. მოერიდეთ სასიყვარულო და საქმიან ავანტიურას. არ მიიღოთ ფულადი ავანსი და ძვირად ღირებული საჩუქარი.

მერწყული

ახალი, საინტერესო ნაცნობობა გელით. შეეცადეთ, თავი საუკეთესოდ წარმოაჩინოთ. წვეულებაზე არ გადატვირთოთ კუჭი.

თევზები

ისედაც ძალიან ფრთხილი ხართ და დღეს კიდევ უნდა გაფრთხილდეთ. არ დააგემოვნოთ ეგზოტიკური კერძი, არ გამოელაპარაკოთ უცნობს და არ მიიღოთ ზედმეტი მედიკამენტი.

31 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით

მთვარის ჰოროსკოპი: 31 ოქტომბერი

30 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით