28 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის: ნებისმიერ შემთხვევაში, შედეგზე მხოლოდ თქვენ იქნებით პასუხისმგებელი - გამარჯვებაზეც და დამარცხებაზეც

28 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის: ნებისმიერ შემთხვევაში, შედეგზე მხოლოდ თქვენ იქნებით პასუხისმგებელი - გამარჯვებაზეც და დამარცხებაზეც

პარასკევი, მთვარის პირველი დღე დადგება 04:45-ზე; მთვარის მეორე დღე დაიწყება 08:43, მთვარე თევზებშია

დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მეტად დაისვენეთ. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას.

ვერძი

მიზანშეწონილია დღევანდელი დღე დასვენებას დაუთმოთ, შემდეგ კვირას შეძლებთ არა მხოლოდ სერიოზული პროექტების განხორციელებას, არამედ წარმატებით გაუმკლავდეთ მათ.

კურო

ძალების აღდგენის საუკეთესო გზა - ფიზიკურიც და გონებრივიც - ბუნებასთან დაკავშირებაა: შეეცადეთ გამონახოთ სულ მცირე დრო სუფთა ჰაერზე სასეირნოდ, სასურველია ძილის წინ.

ტყუპი

მნიშვნელოვანი პროფესიული საქმეები გადადოთ, მაგრამ თუ ასეთი შესაძლებლობა არ გაქვთ, ეცადეთ იმოქმედოთ მშვიდად და ზედმეტი ენთუზიაზმის გარეშე.

კირჩხიბი

დაბალი პროდუქტიულობა დაკავშირებულია კოსმიურ ენერგიებთან, უმჯობესია, დაისვენოთ, საქმეების კეთებას მაინც ვერ შეძლებთ. ხვალ თქვენი პროდუქტიულობა დაიწყებს ზრდას.

ლომი

დღეს ვერ მიაღწევთ დიდ წარმატებას სამსახურში, ასე რომ შეგიძლიათ ფოკუსირება მოახდინოთ თქვენს ჰობიზე.

ქალწული

რა ამოცანებიც არ უნდა გქონდეთ დღეს, პროფესიული თუ საქმიანი, იფიქრეთ თითოეულ ნაბიჯზე: ნებისმიერ შემთხვევაში, შედეგზე მხოლოდ თქვენ იქნებით პასუხისმგებელი - გამარჯვებაზეც და დამარცხებაზეც.

სასწორი

ნუ იჩქარებთ გადაწყვეტილების მიღებას, რომელმაც შეიძლება გავლენა იქონიოს თქვენს მომავალზე: იფიქრეთ – რამდენიმე ნაბიჯით წინ – თუ რა ვარიანტები არსებობს.

მორიელი

არ უნდა დაუმალოთ ახლობლებს ის, რაც გაწუხებთ, თუნდაც ობიექტურად ეს მათ საერთოდ არ ეხებოდეს – იქნებ დაგამშვიდონ ან მოგცენ რჩევა, როგორ გამოხვიდეთ არსებული მდგომარეობიდან.

მშვილდოსანი

გექნებათ შესანიშნავი შესაძლებლობა, დაიწყოთ ცხოვრება ნულიდან, წაშალონ ადრე დაშვებული შეცდომები, მთავარია განახლების პროცესში არ დანებდეთ.

თხის რქა

დაიმახსოვრეთ, რომ აზრები მატერიალურია, განსაკუთრებით დღეს: ნეგატიური რამ, რაზეც რაიმე მიზეზით ფიქრს გადაწყვეტთ, შეიძლება მოულოდნელად რეალობად იქცეს.

მერწყული

დღეს უყურადღებოდ არ უნდა იყოთ, განსაკუთრებით მგზავრობისას. ეცადეთ, არ დაიტვირთოთ ზედმეტი ვალდებულებებით არც სამსახურში და არც სახლში.

თევზები

დღეს ახალმთვარეობაა თქვენს ნიშანში. ასეთი რამ წელიწადში ერთხელ ხდება. დილიდან იყავით პოზიტიურ განწყობაზე. ჩამოწერეთ სამომავლო მიზნები, სურვილები.