სამშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 11:06-ზე, მთვარე ტყუპშია
რთული და დაძაბული დღეა. არ მოატყუოთ გარშემო მყოფები და არც თავად მოტყუვდეთ. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ვაჭრობას, ურთიერთობის გარჩევას. ცუდი დღეა საქმეების გარჩევისთვის. შესაძლოა, სამუდამოდ დაკარგოთ ადამიანი. არასასურველია სამსახურის, საქმიანობის შეცვლა. კარგია სუფთა ჰაერზე სეირნობა. მოიმატებს ინფორმაციის გაცვლის, ურთიერთობისა და გადაადგილების სურვილი. მოუფრთხილდით ხელებს, ფილტვებს. კარგია სუნთქვითი ვარჯიში.
ვერძი
დღე ხელსაყრელი და ნაყოფიერი იქნება. გექნებათ დრო, რომ ბევრი გააკეთოთ, მოაგვაროთ მნიშვნელოვანი საკითხები და დაეხმაროთ სხვებს. გამოიყენეთ ადრე მიღებული გამოცდილება საქმეების მოსაგვარებლად. დაეხმარეთ თქვენის კოლეგები და ისინი მადლობელი იქნებიან თქვენი.
კურო
თუ ეცდებით არ დაკარგოთ სიმშვიდე და თავდაჯერებულობა, დღეს ბევრს მიაღწევთ. მოაგვარეთ ძველი საკითხები, რომლებიც გაწუხებთ. სასიამოვნო და საინტერესო შეხვედრები გელით. საუბრებიდან ბევრ სასარგებლო ინფორმაციას გაიგებთ, შესაძლებელია საინტერესო შეთავაზებები.
ტყუპი
ფოკუსირება მოახდინეთ თქვენს სამუშაოზე. უაზრობამ შეიძლება შეცდომები დაგაშვებინოთ, რაც კიდევ უფრო გაგაბრაზებთ. უნდა მოიქცეთ ისე, როგორც ინტუიცია გკარნახობთ და გადაწყვეტილებები უნდა მიიღოთ სწრაფად, უყოყმანოდ. ფრთხილად იყავით უცხო ადამიანების შემოთავაზებების მიღებისგან.
კირჩხიბი
საინტერესო და უჩვეულო იდეები გაგიჩნდებათ. იმისთვის, რომ მიიღოთ ის, რაც გსურთ, მეტი ძალისხმევა გმართებთ. ნუ განაწყენდებით ახლობლებზე მათი არაგონივრული კრიტიკის გამო, მაგრამ გაითვალისწინეთ შენიშვნები.
ლომი
არ გადაიტანოთ ყურადღება იმ მნიშვნელოვანი საქმისგან, რომელზეც ახლა მთელი თქვენი ყურადღებაა მიმართული. გააუმჯობესეთ დამოკიდებულება კოლეგებთან, საქმიანი მოლაპარაკებები წარმატებული იქნება. გარშემო მყოფები ცდილობენ მოიპოვონ თქვენი სიმპათია და შემოგთავაზონ დახმარება და მხარდაჭერა. უარი არ უნდა თქვათ.
ქალწული
დღის უმეტეს ნაწილს მოგიწევთ სხვა ადამიანების პრობლემების მოგვარება და სხვების დახმარება. ზოგიერთი შეეცდება ისარგებლოს თქვენი კეთილგანწყობით, ამიტომ ფრთხილად იყავით. უსიამოვნო საქმეებს ნუ გადადებთ მომავლისთვის, დღესვე გააკეთეთ.
სასწორი
თქვენ უნდა მოაგვაროთ მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც მოითხოვს ფრთხილად განხილვას. აწონ-დაწონეთ ყველა შედეგი, მიმართეთ რჩევისთვის ადამიანს, რომელსაც მთლიანად ენდობით. საქმიანი შეხვედრები უკეთესი იქნება, თუ არაფორმალურ გარემოში გაიმართება.
მორიელი
არ ინერვიულოთ, თუ ყველაფერი ისე არ იქნება, როგორც თქვენ დაგეგმეთ. შეიძლება დაგჭირდეთ ბიზნესისადმი მიდგომის ან სამოქმედო გეგმის შეცვლა, მაგრამ ეს სიტუაცია თქვენთვის საინტერესო შესაძლებლობებს გაგიხსნით და სარგებელს მოგიტანთ. უფრო მეტად დაეყრდენით საკუთარ ძალებს თქვენ ყველაფერი შეიძლიათ.
მშვილდოსანი
დღეს შეგიძლიათ მიაღწიოთ ბევრს, რაც ადრე საკმაოდ რთული ჩანდა. შეინარჩუნეთ ოპტიმისტური დამოკიდებულება იმის მიმართ, რაც თქვენ გარშემო ხდება. არ გაღიზიანდეთ მოწინააღმდეგის უთანხმოების გამო.
თხის რქა
დღის უმეტესი ნაწილი წარსული პრობლემების გადაჭრას უნდა დაუთმოთ. მეტი დრო დაუთმეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას, რაც არ იქნება ისეთი მარტივი, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. გამოიყენეთ თქვენი გამოცდილება და არ გაიმეოროთ წარსული შეცდომები. საქმიან საუბრებში უნდა იყოთ თავაზიანი.
მერწყული
დატვირთული და ნაყოფიერი დღეა მოსალოდნელი. თუ უსარგებლო საუბრებს არ გააბამთ, გექნებათ დრო, რომ მნიშვნელოვანი სამუშაო დროულად დაასრულოთ. ნუ სთხოვთ დახმარებას სხვებს, დამოუკიდებლად უკეთ შეასრულებთ საქმეს. არსებობს დამატებითი შემოსავლის მიღების შანსი.
თევზები
გეგმების შესასრულებლად დღეს სიმტკიცე უნდა გამოავლინოთ. ნუ შეგეშინდებათ მუდმივ თხოვნებზე „არას“ თქმა; დაიცავით თქვენი უფლებები. კარგი დღეა მხიარული მოგზაურობისთვის, მეგობრებთან შესახვედრად და გასართობად.