ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე, მთვარე კირჩხიბშია
ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. ამ დღის რთული ორგანო კუჭია. მოერიდეთ ოპერაციებსა და მკურნალობის დაწყებას კუჭზე, ნაღვლის ბუშტზე, მკერდზე, ლიმფურ სისტემაზე, საშვილოსნოზე.
ვერძი
დღეს თქვენთვის მნიშვნელოვანია სხვისი აზრის გათვალისწინება და სხვების მოსმენა. ეგოიზმმა შეიძლება პრობლემები შეგიქმნათ და მნიშვნელოვანი ურთიერთობები გაგიფუჭოთ. გაფრთხილდით, დაღლილობის ვერ შეძლებთ მუშაობას ან კონკრეტულ საკითხზე კონცენტრირებას.
კურო
ყურადღება მიაქციეთ საყვარელ ადამიანებს, ზოგიერთს თქვენი მხარდაჭერა სჭირდება. ერთნაირად მოაზროვნე ადამიანების გუნდში მუშაობა ეფექტური იქნება. თუ მარტოხელა ხართ, არის შანსი სამსახურში ვინმე საინტერესოს შეხვდეთ და რომანტიკული ურთიერთობა დაიწყოთ.
ტყუპი
შესაფერისი დღეა ახალი საგნის შესასწავლად, სასწავლო პროცესისთვის, ახალი ინფორმაციის მისაღებად. დღეს შეგიძლიათ სწრაფად ამოიცნოთ ტყუილი. საქმიანი მოლაპარაკებები დაგეგმეთ შუადღისთვის. გაწყვეტილი ურთიერთობის აღდგენის შანსი არსებობს.
კირჩხიბი
თქვენი აქტიურობა და თავდაჯერებულობა დაგეხმარებათ ბევრი მნიშვნელოვანი საკითხის გადაჭრასა და წარმატების მიღწევაში. გამოიყენეთ თქვენი წარსული გამოცდილება შეცდომების თავიდან ასაცილებლად. ფრთხილად, არ დანებდეთ ცდუნებებს; უფრო წინდახედული უნდა იყოთ.
ლომი
დღეს უყურადღებო ხართ, რამაც შეიძლება სერიოზულ შეცდომებამდე მიგიყვანოთ. მოუსმინეთ პროფესიონალი ადამიანების რჩევებს: ეს გამოგადგებათ. საღამოს კარგია წვეულებაზე ან რაიმე ოფიციალურ ღონისძიებაზე წასვლა. დღეს გაცნობილები მომავალში გამოგადგებათ.
ქალწული
დღეს თქვენთვის ადვილია ვინმეს მოხიბვლა, შესაბამისი ადამიანების გაცნობა და პროფესიული კონტაქტების დამყარება. 29 აგვისტოს მოულოდნელი შეხვედრა გაგახარებთ, შესაძლებელია სასიამოვნო საუბარი, მოწვევა.
სასწორი
კარგი დღეა მოლაპარაკებებისთვის, საქმიანი შეხვედრებისთვის და ახალი პარტნიორების მოსაძებნად. იდეები, რომლებიც დღეს დაგებადებათ, უჩვეულო და პერსპექტიული იქნება. მოსალოდნელია შეხვედრები და მნიშვნელოვანი ამბები ოჯახის წევრებთან დაკავშირებით. მეგობრებთან საუბარი სიამოვნებას მოგანიჭებთ.
მორიელი
დღის პირველი ნახევარი საკმაოდ ინტენსიური იქნება: მოგიწევთ პასუხების მოძიება, რთული პრობლემების გადაჭრა და კრეატიულობა. გამოიყენეთ თქვენი ცოდნა და გამოცდილება საქმიანობაში, ასევე მოუსმინეთ პროფესიონალი ადამიანების რჩევებს.
მშვილდოსანი
ყურადღებიანი ხართ და პრობლემებზე სწრაფად რეაგირებთ. მოვლენები საკმაოდ სწრაფად ვითარდება, ამიტომ მნიშვნელოვანია აკონტროლოთ ყველაფერი, რაც ხდება. მოკლე მოგზაურობები წარმატებული და საინტერესო იქნება.
თხის რქა
თქვენი შეუპოვრობა წარმატებამდე მიგიყვანთ. გულს ნუ აიცრუებთ, თუ რამე არ გამოვა პირველ ჯერზე, შეეცადეთ მიაღწიოთ თქვენს მიზნებს. აკონტროლეთ სიტყვები, გამონათქვამები და გამოიჩინეთ თავშეკავება.
მერწყული
ნაყოფიერი და ხელსაყრელი დღეა. დიდ დროს დაუთმობთ საყვარელი ადამიანების დახმარებას და სხვა ადამიანების პრობლემების მოგვარებას. სასიამოვნო ნაცნობობა, შეიძლება რომანტიკულ ურთიერთობაში ან მეგობრობაში გადაიზარდოს.
თევზები
წარმატებული და დატვირთული დღეა. ორიენტირებული ხართ მაღალ შედეგებზე, აქტიურობა გაზრდის თქვენს ავტორიტეტს გუნდში, დაიმსახურებთ უფროსების პატივისცემას. დღეს თქვენთვის ადვილია მოლაპარაკება და სხვების დარწმუნება, რომ მართალი ხართ. პირად ურთიერთობებში შეიძლება იყოს დაძაბული მომენტები.