კურო
დილით თუ არ გამოიძინებთ, დაკისრებული მოვალეობების შესრულება გაგიჭირდებათ. განსაკუთრებით აქტიური საღამოს იქნებით. პრაქტიკულობისა და შრომისმოყვარეობუს წყალობით საქმეების დასრულება, მოგვარება არ გაგიჭირდებათ. განსაკუთრებით წარმატებული დღე ელით აპრილში დაბადებულ კუროებს.
ტყუპი
დილიდან მხიარულ, რომატიკულ განწყობაზე იქნებით. არ გაგიჭირდებათ მოწყენილი კოლეგების გამხიარულება. წარმატებებს მიაღწევთ კოლექტიურ საქმიანობაში. საღამოს მშობლებთან ურთიერთობის გაუმჯობესების საკითხს, ბინის კეთილმოწყობას დაუთმეთ.
კირჩხიბი
დილით დაასრულეთ დაწყებული საქმეები. გარშემო მყოფების მიმართ ნუ იქნებით აგრესიული, ემოციური, ზედმეტად გაღიზიანებული. ახალი იდეების განხორციელება შუადღის შემდეგ დაიწყეთ. საღამო თქვენთვის საინტერესო საქმიანობას დაუთმეთ.
ლომი
წარმატება გელით ნებისმიერ საქმეში, მაგრამ თავდაპირველად დაწყებული პროექტები დაასრულეთ. გადახედეთ კოლეგებისა და კონკურენტების საქმიანობას. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. საზღვარგარეთელ პარტნიორებთან, კოლეგებთან ურთიერთობა საღამოს დანიშნეთ.
ქალწული
საქმიანობაში, რაც უფრო მეტად გამოვლენთ ინიციატივას, მით მეტი წარმატება გელით. საღამოს საათებში მოიმატებს ენერგიულობა. განსაკუთრებით, თუ აგვისტოში ხართ დაბადებული. ამ დროს კარგია ახალი საქმეების დაწყება.
სასწორი
საშუალება მოგეცემათ, გამოასწოროთ წარსულში დაშვებული შეცდომები, მოაგვაროთ კონფლიქტური სიტუაცია. მუშაობისას იყავით მეტად ყურადღებით. პირად ცხოვრებაში მოიმატებს რომანტიკულობა, ურთიერთჰარმონია.
მორიელი
კარგი დღეა შემოქმედებითი იდეების განსახორციელებლად. აგრეთვე, ფინანსური, ადმინისტრაციული და სამემკვიდრეო საკითხების მოსაგვარებლად. პარტნიორულ ურთიერთობაში სექსუალურ ჰარმონიას მიაღწევთ.
მშვილდოსანი
დღეს თქვენთვის ყველა კარი გაიღება. გააუმჯობესეთ ურთიერთობა უფროსთან და კოლეგებთან. დაკვირვებულად იმუშავეთ. საღამოსაც კი სამსახურში დარჩენა და პროექტებზე მუშაობა მოგიწევთ.
თხის რქა
დილით მეტად დაისვენეთ, გამოიძინეთ. ახალი საქმეები შუადღის შემდეგ წამოიწყეთ. პროექტებს შემოქმედებითად, მშვიდად მიუდექით. ყველა ვალდებულებას მარტივად გაართმევთ თავს. განსაკუთრებით წარმატებული დღე ელით დეკემბრის თხის რქებს.
მერწყული
დილიდან რომანტიკული და შემოქმედებითი განწყობა გექნებათ. თავისუფლად იმოქმედეთ. ნუ აიღებთ საკუთარ თავზე ზედმეტ ვალდებულებას. გააუმჯობესეთ ურთიერთობა ოჯახის წევრებთან, მშობლებთნ. მოაგვარეთ საოჯახო ვალდებულებები.
თევზები
საღამომდე ნუ წამოიწყებთ მნიშვნელოვან საქმეებს. შთაგონებით კი არა, გონივრულად მიიღეთ გადაწყვეტილებები. მეგობრების ან საიდუმლო საქმიანობის გამო ფულის ხარჯვა მოგიწევთ. გააუმჯობესეთ ან აღადგინეთ ურთიერთობა სასიყვარულო პარტნიორთან.