ორშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 03:06-ზე, მთვარე თხის რქაშია
კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; გუნდური მუშაობისთვის; ვაჭრობისთვის. ამ დღეს შეიძლება მეგობრობის დღე ვუწოდოთ. კარგია საერთო მიზნისთვის გაერთიანება, მომავლის დასახვა. კარგია მგზავრობა, მივლინება; საქმიანობის შეცვლა. მოაგვარეთ საოჯახო საქმეები; დაისვენეთ. კარგი დღეა ერთგულების ფიცის დასადებად; მავნე ჩვევებისგან გასათავისუფლებლად. ნუ გადატვირთავთ ღვიძლს. გაისეირნეთ სუფთა ჰაერზე. გაუფრთხილდით სახსრებსა და ხერხემალს, არ ამოიღოთ კბილი. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ გაცივდეთ, რადგან ამ დღეს ჯანმრთელობის შესუსტება გაცივებით იწყება.
ვერძი
დავალებები, რომლებიც სამსახურში მოგცემენ, გაგაღიზიანებთ. ბოსი და უფროსი ნათესავები შეიძლება ზედმეტად ემოციური იყვნენ. თქვენ გაქვთ საკმარისი მოთმინება, რათა შეასრულოთ ყველა დავალება. უბრალოდ ნუ ეკამათებით გარშემო მყოფებს, ეს ძალიან ბევრ ენერგიას დაგაკარგვინებთ. მშობლებმა შეიძლება გამოხატონ უკმაყოფილება თქვენი უყურადღებობის გამო.
კურო
გინდათ ყველას ყურადღებისგან დაიმალოთ. ოღონდ ცუდ განწყობას ნუ შეიქმნით. წარმატებას მიაღწევთ, მაგრამ შესაძლოა შეხვდეთ შურიან ადამიანებს. თქვენ უნდა დარჩეთ ძლიერი, ნუ მისცემთ უფლებას ასეთ ადამიანებს გაგტეხონ. ყურადღება მიაქციეთ იმას, რაც მოგწონთ. გამონახეთ დრო დასვენებისთვის და მეგობრებთან ერთად მხიარულებისთვის.
ტყუპი
სამსახურში შესაძლებელია ცვლილებები, მაგრამ დიდი ალბათობით ისინი დადებითი იქნება. შეიძლება უფრო ემოციური იყოთ, მოერიდეთ კამათს პარტნიორთან ან ოჯახში. დაუთმეთ დრო საყვარელ ადამიანს და ისიამოვნეთ ერთმანეთით. შეიძლება შეიცვალოს თქვენი დამოკიდებულება ერთ-ერთი მეგობრის მიმართ.
კირჩხიბი
შესაძლოა გაუგებრობა მოხდეს კოლეგებთან. შეეცადეთ ემოციებისგან დისტანცირება და სიტუაციის მშვიდად გაანალიზება. კარგი დღეა შვებულების დაგეგმვის დასაწყებად, იმაზე ფიქრისთვის, სად წახვიდეთ სასწავლებლად. თქვენ მოგინდებათ ახალი ცოდნის მიღება, რომელიც შეგიძლიათ გამოიყენოთ ცხოვრებაში და მიიღოთ პრაქტიკული სარგებელი.
ლომი
თქვენი შეხედულებები შეიძლება განსხვავდებოდეს თქვენი კოლეგების ან ხელმძღვანელობის აზრებისგან. იმისთვის, რომ კონფლიქტამდე არ მიხვიდეთ, უმჯობესია მოერგოთ სიტუაციას. მარტოობის თავიდან აცილების მიზნით, ნუ აირჩევთ ადამიანებს, ვისთანაც არ ხართ ბედნიერი. გამოიყენეთ ეს დღე თქვენი აზრების მოწესრიგებისთვის და დაინახავთ რას ელით რეალურად ცხოვრებისგან.
ქალწული
საუბრებმა შეიძლება დღეს ძალიან ემოციური გაგხადოთ. შესაძლოა, ვინმესთან ურთიერთობა შეიცვალოს. პარტნიორთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ მოთმინება და თავშეკავება. ეს ხელს შეუწყობს საჭირო პრობლემების გადაჭრას. საღამოს გამორთეთ ტელეფონი და ისიამოვნეთ მშვიდი, ინტიმური მომენტით პარტნიორთან ერთად.
სასწორი
ცვლილება შესაძლებელია, მაგრამ მნიშვნელოვანია წინასწარ დაგეგმოთ. არ უნდა მიისწრაფოდეთ მიზნებისკენ, რასაც ვერ მიაღწევთ. დაიწყეთ პატარა ნაბიჯებით სვლა. სახლში შესაძლოა თქვენს პარტნიორთან უთანხმოება იყოს. გამოიჩინეთ თავშეკავება და ეძიეთ კომპრომისი. კარგი დღეა თქვენი ყოველდღიური ჩვევების გადასახედად.
მორიელი
ყველას ბრმად ნუ ენდობით. უყურადღებობის ერთი წამი საკმარისია პრობლემების შესაქმნელად. ყურადღება არ უნდა გაგეფანტოთ. სანამ სამსახურში ხართ, გვერდზე გადადეთ საოჯახო საქმეები. საღამოს დაგეგმეთ თქვენი შვებულება. ცოტა ხნით მაინც დაივიწყებთ თქვენს პრობლემებს და საყვარელ ადამიანთან ყოფნით ისიამოვნებთ.
მშვილდოსანი
გამონახეთ დრო, როდესაც საქმე მნიშვნელოვან შეხვედრას ეხება და ფრთხილად შეარჩიეთ თქვენი ქმედება. კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად. მაგრამ პირად ცხოვრებაში შეიძლება იმედგაცრუებული დარჩეთ. ცუდი განწყობა შეიძლება იყოს იმის ნიშანი, რომ დაღლილი ხართ. დაისვენეთ მეტი.
თხის რქა
დღეს შესაძლოა ახლობლებთან ურთიერთობა დაგეძაბოთ ან საერთოდ ვერ იპოვოთ საერთო ენა. საქმიანი ვიზიტები, მოლაპარაკებები და მნიშვნელოვანი შეხვედრები პროდუქტიული იქნება. სწავლა შეიძლება არ იყოს ადვილი, მაგრამ საბოლოოდ კმაყოფილი დარჩებით საკუთარი თავით.
მერწყული
თქვენ უნდა დაიცავთ სიზუსტე და ორჯერ შეამოწმოთ ყველაფერი. დაუდევრობის გამო დაშვებულმა შეცდომამ შეიძლება გამოიწვიოს ცუდი შედეგები. გაუფრთხილდით ნერვებს და დაზოგეთ ენერგია. შეიმუშავეთ გონივრული ტემპი და შეინარჩუნეთ იგი მთელი დღის განმავლობაში, რათა თქვენი ენერგია თანაბრად გადანაწილდეს. უმჯობესია საღამოსთვის არ დაგეგმოთ რთული ღონისძიება, ამის ხასიათზე არ იქნებით.
თევზები
თუ დღეს აპირებდით სადმე წასვლას და იქ ფულის დახარჯვას, მაშინ ეს არ არის საუკეთესო იდეა. შოპინგმა შეიძლება საბოლოოდ გაგიცრუოთ იმედი და არ მოგეწონოთ მომსახურება. საქმიანი კომუნიკაცია კარგად წარიმართება, როგორც კოლეგებთან, ასევე მეგობრებთან და თანამოაზრეებთან. დღე არ არის ხელსაყრელი გართობისა და დასვენებისთვის, ჯობია რამე სასარგებლო გააკეთო.