29 აპრილს დაბადებული ადამიანი იკავებს მაღალ თანამდებობას ან საპასუხისმგებლო პოსტს

29 აპრილს დაბადებული ადამიანი იკავებს მაღალ თანამდებობას ან საპასუხისმგებლო პოსტს

აპრილის ყვავილი თოვლს ტეხავსო – ასე ამბობდნენ ძველად. აპრილში დაბადებული ადამიანებიც, ამ ყვავილის შესაბამისად ჯიუტი, პრინციპული და მიზანსწრაფული ხასიათით არიან გამორჩეულნი. ეს თვე ცეცხლოვანი ვერძისა და მიწის სტიქიის პირველი წარმომადგენლის – კუროს ზოდიაქოს ნიშნებს აერთიანებს. აპრილის ადამიანები, გასაოცარი გამძლეობითა და სიცოცხლის უნარიანობით გამოირჩევიან. სწორედ ამიტომაც შეადარეს ისინი აპრილის ყვავილს – მამაც ყოჩივარდას.

  • როგორია 29 აპრილს დაბადებული ადამიანი

29 აპრილს დაბადებული ადამიანები სტაბილურები და საკუთარ თავში დარწმუნებული პიროვნებები არიან. ისინი არცთუ იშვიათად იკავებენ მაღალ თანამდებობას ან საპასუხისმგებლო პოსტებს, მაგრამ მიუხედავად ოფიციოზისა არასოდეს უშვებენ შანსს ხელიდან, რომ იხუმრონ, გაერთონ და დრო პოზიტიურად გაატარონ.