ავტორი:

29 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

29 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 13:22-ზე, მთვარე 14:31-ზე ესტუმრება ვერძს

ისეთი საქმეები წამოიწყეთ, რომლებსაც დღესვე დაასრულებთ და სხვა დროისთვის არ გადადებთ. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დროისთვის გადადეთ. ფინანსური ოპერაციების დაგეგმვასა და უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვას არ გირჩევთ. კარგი დღეა მსხვილი საყიდლებისთვის. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის, სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან და თანამდებობის პირებთან ნებისმიერ საქმეს მარტივად მოაგვარებთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისა და საოჯახო საქმეების შესასრულებლად. ზომიერება გმართებთ საკვებსა და სასმელში. ამ დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.

ვერძი

ნებისმიერი საქმე განსაკუთრებულ ყურადღებას და სიფრთხილეს მოითხოვს. ხელსაყრელი დღეა გრძელვადიანი დაგეგმვისთვის, შემოსავლის ახალი წყაროების მოსაძებნად, საქმიანობის სფეროს შესაცვლელად. უნდა მიიღოთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები.

კურო

წვრილმანები პრობლემებისა და პარტნიორების დაგვიანებები სამუშაო განწყობას ვერ გაგიფუჭებთ. მიზანდასახულობა და სიმშვიდე სასურველი შედეგების მიღწევაში დაგეხმარებათ.

ტყუპი

კომუნიკაცია დღეს სიხარულს მოაქვს და არ გაგიჭირდებათ ახალი საჭირო ნაცნობობის დამყარება ან თანამოსაუბრის დაინტერესება. შესაძლებელია რომანტიკული ურთიერთობის დაწყება თუ ინიციატივას გამოიჩენთ. თუმცა, არ დაივიწყოთ თქვენი პასუხისმგებლობა და გეგმები.

კირჩხიბი

მშვიდი დღე გელოდებათ. გარშემო მყოფები თქვენში ნეგატივს არ იწვევენ და ყველაფერში მხარს გიჭერენ. ისარგებლეთ ამით და ურთულესი საკითხების გადაწყვეტა სხვას გადაეცით. თუ შესაძლებელია, დაუთმეთ დრო დასვენებას, ეს გაზრდის თქვენს ენერგეტიკულ დონეს.

ლომი

დისკუსიები თუ მნიშვნელოვანი მოლაპარაკებები დღეს ნაყოფიერი იქნება. თანამოსაუბრეები დაგეხმარებიან და დააფასებენ ყველაფერს, რასაც შესთავაზებთ. დღის მეორე ნახევარში გააქტიურდით მიზნების შესასრულებლად. მოკლე მოგზაურობები წარმატებული იქნება, თანამგზავრებთან ურთიერთობა კი - სასიამოვნო.

ქალწული

სამუშაოსადმი სტანდარტული მიდგომა დღეს პროდუქტიული არ იქნება. რაიმე ახლის, კრეატიულის მოფიქრება მოგიწევთ. აჩვენეთ თქვენი ფანტაზია დილით, ხოლო დღის მეორე ნახევარში გამოიყენეთ თქვენი პრაქტიკულობა პრობლემების მოსაგვარებლად.

სასწორი

შინაგანი ხმა მიგანიშნებთ როგორ უნდა იმოქმედოთ. შეცდომების თავიდან ასაცილებლად წარსული გამოცდილება დაგეხმარებათ, რაც არ უნდა დაგვავიწყდეს. საღამოს სასიამოვნო რომანტიული სიურპრიზი გელოდებათ.

მორიელი

ემოციური აფეთქებების შეკავება დღეს რთულია. გადაიტანეთ თქვენი ენერგია სამუშაოზე, თქვენს საქმიანობას შეუძლია კარგი შედეგის მოტანა. საყვარელ ადამიანებთან გულწრფელი საუბარი ხელს შეუწყობს გონების სიმშვიდის აღდგენას. ნუ აიღებთ ზედმეტ ვალდებულებებს, მათი შესრულება რთული იქნება.

მშვილდოსანი

ეცადეთ ამ დღეს პოზიტიური ადამიანების გარემოცვაში იყოთ. მათი გავლენა საუკეთესოდ იმოქმედებს თქვენს განწყობაზე და დაგეხმარებათ სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში. კრიტიკული ადამიანები არასწორ რჩევას მოგცემენ ან განწყობას გაგიფუჭებენ. საღამოს გელით მოულოდნელი შეხვედრები.

თხის რქა

დააკვირდით რა ხდება გარშემო და არ ინერვიულოთ, თუ რამე გეგმის მიხედვით არ მიდის. გარემოებათა ბედნიერი კომბინაცია თხის რქებს მნიშვნელოვან საკითხებში წინსვლაში დაეხმარება. ნუ გარისკავთ თქვენს ფინანსებს, გადადეთ შესყიდვები: არის შანსი შეიძინოთ უსარგებლო ნივთი.

მერწყული

დაგროვილმა წყენამ შეიძლება გაიძულოთ ჩაიდინოთ არაკეთილსინდისიერი ქცევა, რომელსაც მალე ინანებთ. შესაძლოა, თქვენს ურთიერთობას ცვლილება სჭირდება, მაგრამ ნუ გააკეთებთ ამას ნერვებს აყოლილი. ამ პერიოდში უმჯობესია არ მიიღოთ გადაწყვეტილებები და აკონტროლოთ ემოციები.

თევზები

გადაჭარბებულმა გულუბრყვილობამ და უყურადღებობამ შეიძლება რთულ ვითარებაში ჩაგაგდოთ: ზოგიერთ ადამიანს მოუნდება საკუთარი მიზნებისთვის თქვენი გამოყენება ან უბრალოდ ფულის გამომუშავება. ნუ იქნები გულწრფელი დღეს სხვებთან მიმართებაში. საღამოს მიიღებთ სიახლეებს საყვარელი ადამიანებისგან.