კურო
პირად ურთიერთობაში მოერიდეთ კონფლიქტებს. ახლა გაბუტვის დრო არაა. გარშემო მყოფებთანაც ნუ გაამწვავებთ ურთიერთობას. გაფრთხილდით, მოსალოდნელია მტვრევა, ტრავმა, ავარია. გაფრთხილდით მგზავრობისას.
ტყუპი
საყვარელ ადამიანთან ნუ იქნებით ზედმეტად გულახდილი. ზოგიერთებმა საბოლოოდ არ გაწყვიტოთ ურთიერთობა შეყვარებულებთან. კარგი დღეა სახლის მოსაწყობად, საყიდლებისთვის, მაგრამ გაფრთხილდით გზებზე.
კირჩხიბი
ყველა პრობლემას ვირტუოზულად გაართმევთ თავს. მაგრამ ძალით ნუ გაირთულებთ საქმეებს. უმჯობესია, ეს დღე მშვიდ, ოჯახურ გარემოში გაატაროთ. დღეს შეიძლება გარშემო მყოფებსა და საყვარელ ადამიანში აქამდე დაფარული თვისებები აღმოაჩინოთ.
ლომი
კარგი დღეა საქმეების მოსაწესრიგებლად; ინფორმაციის მოსაძიებლად. პარტნიორებთან, განსაკუთრებით სასიყვარულოსთან ურთიერთობას ნუ გაამწვავებთ. მგზავრობა, მოკლე მანძილზეც კი გადადეთ.
ქალწული
აკონტროლეთ სიტუაცია და ყურადღება მიაქციეთ ინფორმაციებს; ურთიერთობებს. მოსალოდნელია სასიყვარულო, პარტნიორული კავშირის გაწყვეტა, სამუდამო განშორება. დაკავდით საოჯახო საქმეებით, შეამოწმეთ გაყვანილობები. კარგი დღეა საჩუქრებისა და პროდუქტების საყიდლად.
სასწორი
იდეები კარგად გაანალიზეთ, მაგრამ შესრულებას ნუ იჩქარებთ. სპონტანურად ნუ იმოქმედებთ. ურთიერთობაში მეტი მოთმინება და დათმობა გმართებთ.
მორიელი
დღე მოულოდნელი ამბებითა და ცვლილებებით იქნება განსაკუთრებული. ყურადღებით იყავით. ვინმესგან კი ნუ დაელოდებით სიახლეს, თავად იმოქმედეთ. თანაც მშვიდეთ; ისე, რომ გარშემო მყოფებს ზიანი არ მიაყენოთ.
მშვილდოსანი
დღეს სერიოზულ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები ბოლომდე მიიყვანეთ. მოაგვარეთ საოჯახო პრობლემები. ნუ განმარტოვდებით; გარშემო მყოფებთან ურთიერთობა ბევრ ხალისსა და დადებით ემოციებს გპირდებათ.
თხის რქა
დღეს ყველა ითხოვს თქვენგან სწრაფ და ზუსტ გადაწყვეტილებებს. ამიტომ მაქსიმალურად ყურადღებით უნდა იყოთ. მოერიდეთ კონფლიქტს მშობლებთან. მეტი ზრუნვა გმართებთ ახლობლების მიმართ. მეგობრების გადადებული გეგმების შესახებ შეგახსენებენ. საღამო ბავშვებთან ერთად გაატარეთ.
მერწყული
თქვენი განწყობა გარშემო მყოფებსაც გადაედება ხოლმე. ამიტომ, მაქსიმალურად მოწესრიგებული და ყურადღებიანი უნდა იყოთ. სანამ რაიმეს გააკეთებდეთ, დაფიქრდით, "რას მოგიტანთ იგი თქვენ?" და იმ შემთხვევაში ამოქმედით თუ იგი თქვენთვის სიკეთის მომტანი იქნება.
თევზები
დღესვე შეადგინეთ მისალოცი ადამიანებისა და საჩუქრების სია, რათა არავინ გამოგრჩეთ. შეცდომების თავიდან აცილების მიზნით, უმჯობესია საქმეები სხვების დაუხმარებლად შეასრულოთ. მოერიდეთ ტრავმებს. მაქსიმალური სიფრთხე გმართებთ გზებზე, როგორც მძღოლებს ასე ქვეითად მოსიარულეებს.