ავტორი:

29 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

29 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 12:04-ზე, მთვარე კუროშია

რთული და დაძაბული დღეა. არ მოატყუოთ გარშემო მყოფები და არც თავად მოტყუვდეთ. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ვაჭრობას, ურთიერთობის გარჩევას. ცუდი დღეა საქმეების გარჩევისთვის. შესაძლოა, სამუდამოდ დაკარგოთ ადამიანი. არასასურველია სამსახურის, საქმიანობის შეცვლა. კარგი დღეა მოგზაურობის, შორეული მგზავრობის დასაწყებად. აქტიურად დაისვენეთ, ივარჯიშეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები, გადაადგილეთ ავეჯი, კარგია მუშაობა მიწასთან. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას, მოწევას, სმას. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. კარგი დღეა ბუნებაში სასეირნოდ, მიწაზე სამუშაოდ. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.

ვერძი

კარგი დღეა, ბევრი რამის გაკეთება შეიძლება. თუ რაიმეს შეცვლა გსურთ, საუკეთესო დროა ამისათვის. მკაფიოდ განსაზღვრეთ თქვენი მიზანი და გააგრძელეთ მისი განხორციელება გადადგათ გადამწყვეტი ნაბიჯები პირად ურთიერთობებში.

კურო

არ შეეცადოთ დააჩქაროთ საქმეები ან ინერვიულოთ იმაზე, რაც ჯერ არ მომხდარა. ასე თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ არასწორი გადაწყვეტილება და გაამწვავოთ რთული სიტუაცია. შეასრულეთ სამუშაო ისე, რომ არ გადადოთ მომავლისთვის. მოერიდეთ კამათს ნეგატიურ ადამიანებს.

ტყუპი

კარგი დროა ცუდი ჩვევებისგან ან შიშებისგან თავის დასაღწევად. ან თუნდაც შეეცადეთ შეინარჩუნოთ ჯანსაღი ცხოვრების წესი. ეს დაგეხმარებათ იყოთ უფრო მეტად კონცენტრირებული. დღეს სასარგებლოა აკეთო ის, რაც გიყვართ.

კირჩხიბი

იყავით უფრო აქტიური და მობილური. უნდა დაუკავშირდეთ, შეხვდეთ, იმოძრაოთ და ისიამოვნოთ სამუშაოთი. თქვენი აქტივობა შეუმჩნეველი არ დარჩება: შეგიძლიათ მიიღოთ საინტერესო შეთავაზებები ან ფინანსური ჯილდოები.

ლომი

გეგმები შეიძლება შეიცვალოს ან თქვენ მოგიწევთ სამუშაო გრაფიკის კორექტირება და შეცვლა. ეს გაუთვალისწინებელი ან რთული სიტუაციები იმპროვიზაციის შესაძლებლობას მოგცემთ და პრობლემებს სხვა კუთხით შეხედავთ. ნებისმიერ შემთხვევაში, თქვენ მიიღებთ კარგ გამოცდილებას.

ქალწული

დღე მშვიდი და ხელსაყრელი იქნება. ჩვეულებრივი საქმეები შეასრულეთ. მეგობრებთან კომუნიკაცია ხელს შეუწყობს განწყობის გაუმჯობესებას და სტრესის თავიდან აცილებას. თუმცა, გაფრთხილდით, საუბრებში ვინმეს საიდუმლო არ გასცეთ.

სასწორი

შესაძლოა, მთელი დღე მხოლოდ ერთ რამეზე იფიქროთ, რაც გაწუხებთ. აუცილებელია ყურადღების გადატანა, რაიმე საინტერესოთი დაკავება. დღის მეორე ნახევარში მხიარული მოვლენები გელით. კოლეგებთან ან საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობა ემოციურად დასვენებაში დაგეხმარებათ.

მორიელი

ფრთხილად იყავით საუბრებში. ადამიანებმა შეიძლება უნებურად გაწყენინონ, ისაუბრონ თქვენს პროფესიულ თვისებებზე, რაც აისახება თქვენს თვითშეფასებაზე. იმედგაცრუების ნაცვლად, შეხედეთ სიტუაციას, როგორც შესაძლებლობას გამოასწოროთ თქვენი სისუსტეები და გააძლიეროთ თქვენი პოზიცია.

მშვილდოსანი

რაც უფრო მეტ ადამიანს შეხვდებით და გაიცნობთ, მით მეტია შანსი, შეხვდეთ გავლენიან და მნიშვნელოვან ადამიანს ან მიიღოთ თავბრუდამხვევი საქმიანი შემოთავაზება. საინტერესო ადამიანებს შეიძლება ყველაზე მოულოდნელ ადგილას შეხვდეთ.

თხის რქა

თუ შესაძლებელია, მნიშვნელოვანი საქმეები სხვა დღისთვის გადადეთ და დღეს გამოყავით დრო დასვენებისა და საყვარელ ადამიანებთან სასიამოვნო კომუნიკაციისთვის. ხვალ გექნებათ შანსი დაასრულოთ ყველა სამუშაო. ყურადღება მიაქციეთ იმ ნივთებსა თუ ადამიანებს, რომლებიც თქვენს ცხოვრებაში დღეს გამოჩნდებიან. ისინი თქვენს მომავალზე მოახდენენ გავლენას.

მერწყული

დღეს სასარგებლოა მცირე და მარტივი საქმეების კეთება, რისი შედეგიც მაშინვე გამოჩნდება. ნუ დაიწყებთ დიდ და რთულ საქმეებს. ნუ ეკამათებით უფროსებს, თავი დაანებეთ კრიტიკას ან უსიამოვნო შენიშვნებს.

თევზები

დღეს დიდ დროს დაუთმობთ უსარგებლო საუბრებსა და საქმეებს. თუ საინტერესო იდეა მოგივიდათ, ჩაიწერეთ, მას შეუძლია მოგიტანოთ წარმატება ან მოგება. თუმცა, სჯობს ახლა არ განახორციელოთ ახალი იდეები. ახლა არ არის ამისთვის საუკეთესო დრო.