კურო
მოერიდეთ ემოციების გამოვლენას. შეძლებისდაგვარად გადადეთ საქმიანი შეხვედრები და მგზავრობები. მოაწესრიგეთ ძველი ნივთები.
ტყუპი
მოაგვარეთ საკუთარი საქმეები და ნაკლები დრო დაუთმეთ ურთიერთობებს. მოერიდეთ საბოლოო დასკვნების გამოტანას. ეცადეთ "ბოლო წვეთმა" სიტუაცია საბოლოოდ არ გააფუჭოს.
კირჩხიბი
მოაწესრიგეთ საბუთები, ნივთები, აზრები. თუ მოთმინებით აღიჭურვებით, ყველაზე რთულ სამუშაოსაც ადვილად შეასრულებთ. მეტი ყურადღება მიაქციეთ საყვარელ ადამიანს.
ლომი
დააკვირდით, შესაძლებელია დღეს ისეთ ადამიანებს შეხვდეთ ან ისეთი საქმე შემოგთავაზონ, რაც თქვენს მომავალზე იქონიებს გავლენას. მიხედეთ ჯანმრთელობას.
ქალწული
საქმეები მოიმატებს, მაგრამ ეცადეთ, სხვების დაუხმარებლად გაუმკლავდეთ. მოერიდეთ საქმეების გარჩევებსა და კამათს. მეტი მზრუნველობა გმართებთ ოჯახის წევრების მიმართ.
სასწორი
სამსახურის საქმების გამო ნურც საოჯახო საქმეებს დაივიწყებთ. მიხედეთ ჯანმრთელობას. აკონტროლეთ ხარჯი, მოერიდეთ ფულის ფლანგვას.
მორიელი
კარგი დღეა საქმიანი შეხვედრებისა და მიმოწერისთვის. ნურაფერს დაგეგმავთ, მიჰყევით დინებას. აკონტროლეთ სიტუაცია. საღამო მშვიდ გარემოში გაატარეთ, მოერიდეთ კონფლიქტებს.
მშვილდოსანი
ურთიერთობა სასიამოვნო ადამიანებთან განწყობას გაგიუმჯობესებთ. მოაწესრიგეთ პირადი ნივთები, ურთიერთობები. შეძლებისდაგვარად მეტი დრო გაატარეთ სუფთა ჰაერზე, ისეირნეთ.
თხის რქა
მოერიდეთ კონფლიქტსა და მწვავე დისკუსიებს. მიხედეთ ჯანმრთელობას, სასარგებლო საქმე გაუკეთეთ ახლობლებს. მოსალოდნელია სერიოზული საუბარი, რომელიც თქვენს მომავალზე აისახება.
მერწყული
თუ ცხოვრების "სუფთა ფურცლიდან" დაწყებას აპირებთ, კარგად გაიაზრეთ ვის ნახვას ისურვებთ თქვენ გვერდით, რით გინდათ დაკავდეთ და იმოქმედეთ. საღამოს არ გადაიტვირთოთ.
თევზები
ფრთხილად და აუჩქარებლად იმოქმედეთ. მოსალოდნელია მოულოდნელი მოვლენები. გამონახეთ დრო, რათა მიხედოთ ჯანმრთელობას, ივარჯიშოთ.