29 ივლისი, პარასკევი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 05:26-ზე, მთვარე ლომშია
კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის, სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. მოერიდეთ ოპერაციებსა გულსა და ზურგზე. კარგად გამოიძინეთ, მიიღეთ მზის აბაზანები და დიდხანს ისეირნეთ.
ვერძი: მნიშვნელოვანი საკითხების მოგვარების დროსაც კი გაგექცევათ ფიქრები მშობლებზე. საღამოს ნათესავებთან შეხვედრა, ემოციური და თბილი ურთიერთობა გელოდებათ.
კურო: ახალი საქმეების დაწყების დღეა. საქმიან პარტნიორებთან შეთანხმებულად იმოქმედეთ. საღამოს მოგინდებათ იმ ადგილების მონახულება, რომლებთანაც დაუვიწყარი მოგონებები გაკავშირებთ.
ტყუპი: ჩამოწერეთ დღეს შესასრულებელი საქმეების გეგმა. გაფრთხილდით, სიჩქარეში არაფერი გამოგრჩეთ, ან თქვენ მიერ ნათქვამმა სიტყვამ არავინ გაანაწყენოს. გაიუმჯობესეთ კვების რეჟიმი.
კირჩხიბი: საინტერესო შემოთავაზებების დღეა. მოგინდებათ ახლობლებზე ზრუნვა, მათთვის მეტი კომფორტის შექმნა. საყვარელ ადამიანს რომანტიკული საღამო მოუწყვეთ.
ლომი: ყველასთვის იდეალური ვერ იქნებით, მაგრამ გარშემო მყოფებთან შეინარჩუნეთ მეგობრული დამოკიდებულება. საღამოს თავს მიეცით უფლება იმხიარულოთ საყვარელი ადამიანების გარემოცვაში.
ქალწული: მუდმივად სხვებზე ზრუნავთ და ფიქრობთ, დღეს დაისვენეთ, ნუ აიღებთ საკუთარ თავზე ზედმეტ პასუხისმგებლობას. საღამო გამოითავისუფლეთ, რათა საყვარელ ადამიანთან ერთად გაატაროთ.
სასწორი: განახლების დღეა. გადახედეთ თქვენს საქმეებს, დაფიქრდით, რა საჭიროებს კორექტირებას. ჰარმონიული და რომანტიკული გაგიხდებათ დამოკიდებულება საყვარელ ადამიანთან.
მორიელი: ახალი საქმეების დაწყების, შემოქმედებითი იდეების განხორციელების დღეა. გააუმჯობესეთ დამოკიდებულება საყვარელი ადამიანის ნათესავებთან. განსაკუთრებით თუ მათთან ერთად აპირებთ მომავალში საქმიანობას.
მშვილდოსანი: გაფრთხილდით, აზარტისა და თავგადასავლების სიყვარულს გამო თავს საფრთხეში ნუ ჩაიგდებთ. ბრძანების ტონით ბევრს ვერაფერს მიაღწევთ, ყველა ადამიანს მისთვის გასაგებ ენაზე ესაუბრეთ.
თხის რქა: გადახედეთ კოლეგების, კონკურენტების საქმიანობას. შეადარეთ თქვენს პროექტებს. ეცადეთ, თქვენი იდეალური იყოს. ახლობლებს უარი არაფერზე უთხრათ, თქვენ მათთვის დიდი იმედი ხართ.
მერწყული: ახალ პროექტებზე მუშაობისას იყავით დაკვირვებული და გააზრებული. შეიძლება დაგჭირდეთ პროფესიონალების რჩევა. საყვარელ ადამიანს რომანტიკული საღამო მოუწყვეთ.
თევზები: ყველა საქმის ერთად შესრულებას დღეს ნუ ეცდებით. მეტი დრო დაუთმეთ დეტალების გადახედვას, კორექტივების შეტანას. დღესვე დაასრულეთ საქმეები, რომ უქმეები გამოითავისუფლოთ.