29 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

29 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 17:44-ზე, მთვარე მორიელშია

თუ დღეს დახმარება გთხოვეს, უარი არ უთხრათ. კარგია მოწყალების გაღებაც; მოერიდე ახალი საქმეების დაწყებას, კამათს, ფულის ხარჯვას; ურთიერთობის გარჩევას. განსაკუთრებით შეყვარებულებმა; არავის გაუბრაზდეთ და გაანაწყენოთ. თუ დღეს ვინმეს გაებუტებით, მასთან შერიგება გაგიჭირდებათ; არ გირჩევთ მგზავრობასა და მოგზაურობის დაწყებას; კარგია მუშაობა ბაღში, საოჯახო საქმეების შესრულება კი სხვა დღისთვის გადადეთ; შეამცირეთ ალკოჰოლისა და სიგარეტის დოზაც. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.

ვერძი

ენერგიული და ძლიერი ხართ; გექნებათ შესაძლებლობა, რომ განახორციელოთ დიდი პროექტი, დაიწყოთ ახალი საქმე. შეეცადეთ არ იჩხუბოთ ხალხთან. აკონტროლეთ ემოციები. პირად ცხოვრებაში მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებამდე მოუსმინეთ თქვენს გულს.

კურო

დატვირთული დღე გელით. შეიძლება იყოს გაუგებარი სიტუაციები. მოერიდეთ საპასუხისმგებლო გადაწყვეტილებების მიღებას. სასურველია საღამოს არ დაგეგმოთ რაიმე მნიშვნელოვანი, გაატარეთ დრო კომფორტულ და სასიამოვნო ატმოსფეროში.

ტყუპი

სასიყვარულო ურთიერთობები კარგად წარიმართება. საპირისპირო სქესისთვის მიმზიდველი ხარ. ბიზნესსაკითხების წარმატებით გადასაჭრელად მიმართეთ იმპროვიზაციას. არ უნდა იყოთ სერიოზული. გამოვლინეთ მეტი იუმორი.

კირჩხიბი

ერთდროულად ბევრი რამის გაკეთება მოგიწევთ. არ არის გამორიცხული მივლინება, საქმიანი შეხვედრები. დღეს სწრაფად უნდა მოერგოთ ახალ გარემოებებს. საღამოს შეიძლება ძალიან დაღლილად იგრძნოთ თავი. თქვენ უნდა დარჩეთ სახლში, დაისვენოთ და ფიზიკურად გამოჯანმრთელდეთ.

ლომი

საინტერესო ნაცნობობა და რომანის დაწყება გელოდებათ. გამოიყენეთ თქვენი თავისუფალი დრო გარეგნობის გასაუმჯობესებლად. ნებისმიერი ტრანსფორმაცია, ტანსაცმლის, სამკაულების შეძენა წარმატებული იქნება. რეკომენდებულია ფიზიკური აქტივობის შემცირება. კარგ შედეგს მოგიტანთ ინტელექტუალური საქმიანობა.

ქალწული

ემოციური სტრესი ხელს შეუშლის საქმეების მოგვარებას. ვარჯიში დაგეხმარებათ უარყოფითი ენერგიისგან გათავისუფლებაში. არახელსაყრელი დღეა შოპინგისთვის, პირველი პაემნებისთვის. შეგიძლიათ საღამო მეგობრებთან ერთად გაატაროთ, იმხიარულოთ.

სასწორი

შეიძლება მოხდეს მნიშვნელოვანი შეხვედრა ან მოვლენა, რომელიც მოგიტანთ გარკვეულ ცვლილებებს ცხოვრებაში. გამონახეთ დრო შემოქმედებითი იდეების განსახორციელებლად. საღამოს ეწვიეთ გამოფენას ან კულტურულ ღონისძიებას.

მორიელი

თქვენ ცდილობთ სიტუაციის გაკონტროლებას და ზედმეტად ნერვიულობთ. იყავით მშვიდი, აკეთეთ თქვენი საქმე. იმოქმედეთ თავდაჯერებულად. დღის მეორე ნახევარში შესაძლებელია საინტერესო მეგობრული შეხვედრა.

მშვილდოსანი

მნიშვნელოვანია, რომ არ შეინახოთ ნეგატივი საკუთარ თავში, იყავით მომართული პოზიტივზე. მოიცილეთ დაგროვილი რისხვა. უსიამოვნო ფიქრებისა და ენერგიისგან გაგათავისუფლებთ სპორტული აქტივობა. იყავით უშუალო ხალხთან, ასე უფრო დაგაფასებენ. გუნდსა და უფროსებთან ურთიერთობის გაუმჯობესების შანსი არსებობს.

თხის რქა

აიღეთ მხოლოდ ის დავალებები, რისთვისაც კარგად ხართ მომზადებული. დღეს არ უნდა დაეყრდნოთ იღბალს ან გარემოებებს; იმოქმედეთ ფაქტებზე დაყრდნობით. საღამოს, დაგროვილი სტრესის მოხსნაში დაგეხმარებათ შინაურ ცხოველთან კონტაქტი, ფეხით სეირნობა.

მერწყული

აქტიური დღეა მოსალოდნელი. აუცილებელია შეინარჩუნოთ თავი კარგ ფორმაში - იკვებეთ სწორად, იძინეთ კარგად, თუ ეს შესაძლებელია, დილით ივარჯიშეთ. არ გადადოთ პრობლემების და რთული ამოცანების გადაჭრა სხვა დღისთვის. საღამოსკენ მოსალოდნელია სიურპრიზი ან ახლობლის მოულოდნელი გამოჩენა.

თევზები

იმოქმედეთ თავდაჯერებულად, თქვენ უნდა გადადგათ კონკრეტული ნაბიჯები. ახლო მეგობარი ან დედა დაგეხმარებათ თვითშეფასების ამაღლებაში. ნუ გახდებით უსინდისო ადამიანის მსხვერპლი. ზოგადად, ფრთხილად იყავით ახალგაცნობილებთან, ზედმეტად ნუ ენდობით მათ.