კურო
გაგიუმჯობესდებათ დამოკიდებულება ოჯახის წევრებთან. ნათესავები დახმარებაზე უარს არ გეტყვიან. მათი დახმარებით ადვილად გაუმკლავდებით ყველა საქმეს და პრობლემას. გააძლიერეთ ფიზიკური დატვირთვა, ყოველდღე და ცოტ-ცოტა ივარჯიშეთ, ირბინეთ. გაასერიოზულეთ სასიყვარულო პარტნიორთან ურთიერთობა.
ტყუპი
არ წამოიწყოთ ახალი პროექტები. დაასრულეთ დაწყებული საქმეები. მოერიდეთ ურთიერთობის გაუარესებას საყვარელ ადამიანთან, დაძაბულობამ შეიძლება კავშირის გაწყვეტამდე მიგიყვანოთ. ბავშვები მიაჩვიეთ დილით ადრე ადგომას და ვარჯიშს.
კირჩხიბი
დილა ვარჯიშით დაიწყეთ. გააუმჯობესეთ დამოკიდებულება ოჯახის წევრებთან. სხვა დღისთვის გადადეთ ფინანსური საკითხების მოგვარება. დღეს ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. საღამოს საყვარელ ადამიანს რომანტიკული პაემანი მოუწყვეთ.
ლომი
სიფრთხილე გმართებთ გამოთქმებისა და ქცევისას, რათა არ გაანაწყენოთ ოჯახის წევრები, ახლობლები. მეტი ყურადღება მიაქციეთ საქმეებს, ბიზნესს. სასიამოვნო საქმიანობით დაკავდით, რაც გაგათავისუფლებთ ნეგატიური ემოციებისგან. საღამო საყვარელ ადამიანთან ერთად გაატარეთ.
ქალწული
გააუმჯობესეთ ურთიერთობა ნათესავებთან, განსაკუთრებით იმათთან, ვინც რამდენიმე დღით რაიონიდან გესტუმრებათ. კოლეგებთან ერთად განიხილეთ ახალი იდეები, რომლებსაც მომავალ კვირაში განახორციელებთ. სასიყვარულო პარტნიორის მიმართ ნუ იქნებით კრიტიკული, ზედმეტად მომთხოვნი.
სასწორი
საინტერესო შემოთავაზებები გელით. ოჯახში დასტაბილურდება ურთიერთობა მეუღლესთან, მშობლებთან, შვილებთან. ნუ იქნებით კონსერვატიული, იყავით მეტად ნოვატორული. დროს უსაქმოდ ნუ დაკარგავთ. საყვარელი ადამიანი მზრუნველობით, ყურადღებით განებივრეთ.
მორიელი
გამოიძინეთ და დილა აქტიურად დაიწყეთ. გააუმჯობესეთ ურთიერთობა ოჯახის წევრებთან; მუშაობისას სიფრთხილე გმართებთ, რათა შეცდომები არ დაუშვათ. ნუ აჩქარდებით მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებისას. ცუდი განწყობის გამო ნუ გაიფუჭებთ დამოკიდებულებას საყვარელ ადამიანთან.
მშვილდოსანი
საქმეები განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს თქვენგან. იყავით მაქსიმალურად ყურადღებით დეტალებისადმი. დილით ივარჯიშეთ, მიიღეთ კონტრასტული შხაპი. გააუმჯობესეთ ურთიერთობა სასიყვარულო პარტნიორთან.
თხის რქა
მოაწესრიგეთ ყოველდღიური საქმეები, გაერკვიეთ ფინანსურ საკითხებში. მეტი მზრუნველობა გმართებთ ოჯახის წევრების მიმართ. მოძებნეთ საქმიანობა, რომელშიც ოჯახის ყველა წევრი ჩაერთვება. თუ გრძნობთ, რომ სასიყვარულო პარტნიორის მიმართ გრძნობა გაგიცივდათ, დროა, დაასრულოთ რომანი.
მერწყული
დაგეგმეთ სამომავალო პროექტები, მაგრამ მომავალ კვირამდე ნუ იჩქარებთ მათ განხორციელებას. დღეს გაინებივრეთ თავი მასაჟით, საუნით. გააუმჯობესეთ ურთიერთობა ოჯახის წევრებთან; ინტერესის ობიექტს კი მეტად დაუახლოვდით, ახლოს გაიცანით იგი.
თევზები
სხვა დღისთვის გადადეთ მნიშვნელოვანი საკითხების მოგვარება; არ წამოიწყოთ ახალი პროექტები. ყველა საქმეს დღეს მაინც ვერ შეასრულებთ. მეტად დაისვენეთ. გამონახეთ დრო საყვარელი ადამიანისა და ოჯახის წევრებისთვის. დაუფიქრებელი სიტყვითა და ქცევით არ გაანაწყენოთ პარტნიორი. ვარჯიში სხეულსაც მოგიყვანთ ფორმაში და ნეგატიური ფიქრებისგანაც გაგათავისუფლებთ.