ხუთშაბათი, მთვარის მესამე დღე დაიწყება 05:58-ზე, მთვარე კირჩხიბშია
ენერგიული დღეა. მოქმედების დროა, ხელსაყრელია მძიმე ფიზიკური დატვირთვა. მოერიდეთ აგრესიის ნებისმიერ გამოვლინებას. გამოიჩინეთ მონდომება და გამძლეობა. არ არის რეკომენდებული ფინანსური საკითხების მოგვარება, შესაძლებელია ფულადი დანაკარგები. შეგიძლიათ წახვიდეთ სამოგზაუროდ ან მივლინებაში. რაც შორს წახვალთ, მით უფრო წარმატებული იქნება მოგზაურობა. გაზრდილია ემოციურობა, კარგია დიპლომატიის დემონსტრირება. გამოიძინეთ.
ვერძი
არასასურველია სხვების აგრესიაზე ყურადღების მიქცევა, თუნდაც უახლოესი, მშვიდი და გაწონასწორებული ადამიანებისგან, წინააღმდეგ შემთხვევაში ის არაერთხელ შემოგიბრუნდებათ თქვენს წინააღმდეგ.
კურო
სხვის უხეშობაზე, თუნდაც მოგეჩვენოთ, რომ ამას გამართლება არა აქვს, იგნორირება უნდა მოახდინოთ: თქვენ ვერ გამოასწორებთ ცუდად განათლებულ ადამიანს – რამდენიც არ უნდა გინდოდეთ, აი, ნერვებს კი აფუჭებთ.
ტყუპი
ვარსკვლავები გირჩევენ, ყურადღება მიაქციოთ სიზმარს, მინიშნებას, შესაძლოა, ის შეიცავს პასუხს მნიშვნელოვან კითხვაზე, რომელსაც დიდი ხანია ეძებდით.
კირჩხიბი
მაშინაც კი, თუ სერიოზულად განაწყენებული ხართ, არ უნდა დაემსგავსოთ დამნაშავეს და მის სიტყვებსა თუ ქმედებებს პასუხი გასცეთ: მათი უგულებელყოფით დაუბრუნებთ თქვენს წინააღმდეგ მიმართულ ბოროტებას, ის დაუბრუნდება თავის "ავტორს".
ლომი
დღეს მოსმენილი კრიტიკა გულთან ახლოს არ უნდა მიიტანოთ: დიდი ალბათობით, ის მოვა ადამიანისგან, რომელიც ბანალური შურის გამო ვერ გაფასებს ობიექტურად.
ქალწული
სევდიან ფიქრებს შეგიძლიათ გაექცეთ სხვა აქტივობაზე გადასვლით, სასურველია სამსახურთან არ იყოს დაკავშირებული, მაგალითად, ძველი ან ახალი ჰობი.
სასწორი
მაშინაც კი, თუ გაჩნდება შესაძლებლობა, უარი თქვათ მუშაობაზე ან დაალაგოთ სახლი, გადადეთ ეს აქტივობა: თქვენ ვერ შეძლებთ კონცენტრირებას თუნდაც ასეთ მარტივ საქმეზე, ამიტომ უმჯობესია დაისვენოთ.
მორიელი
მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დატვირთული ხართ, გამონახეთ დრო თქვენი საყვარელი ადამიანებისთვისაც: მათი ბრალი არ არის, რომ ამ ბოლო დროს მათ საკმარის ყურადღებას ვერ აქცევთ, მაგრამ ამავე დროს ძალიან განაწყენებულები არიან.
მშვილდოსანი
არ უნდა დაიჭიროთ ადამიანი, რომელსაც თქვენი ცხოვრების დატოვება სურს: დიდი ალბათობით, თქვენმა ურთიერთობამ უკვე ამოწურა თავისი თავი და თქვენ გვერდით ვაკანტურ ადგილს ძალიან მალე ახალი, უფრო ღირსეული კანდიდატი დაიკავებს.
თხის რქა
ნეგატიური ენერგია, რომელიც დილიდან შეგაწუხებთ, დიდი ხნის პრობლემების გადაჭრაზე უნდა იყოს მიმართული – როგორც პროფესიული, ისე საყოფაცხოვრებო – სახლის დალაგებაც კარგია უარყოფითი ენერგიისგან დასაცლელად.
მერწყული
შეგიძლიათ განახორციელოთ მნიშვნელოვანი ფინანსური ოპერაციები, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მაქსიმალურ ყურადღებას მიაქცევთ ამ დოკუმენტის ტექსტს, არავითარ შემთხვევაში არ მოაწეროთ ხელი საბუთს, თუ მას თავიდან ბოლომდე არ წაიკითხავთ.
თევზები
სჯობს დღეს უარი თქვათ აქტიურ პროფესიულ საქმიანობაზე – ამას აზრი მაინც არ ექნება, მაგრამ თუ აბსოლუტურად ვერ იცხოვრებთ მუშაობის გარეშე, დაიწყეთ სამუშაო გეგმების შედგენა უახლოეს მომავალისთვის.