29 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

29 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

კურო

სასიხარულო მოვლენებით აღსავსე დღე გელით. მეტი დრო გაატარეთ თქვენთვის საინტერესო ადამიანებთან ერთად. საყვარელი ადამიანი ყველა წამოწყებაში დაგეხმარებათ.

ტყუპი

დილიდან შეიქმენით დადებითი განწყობა და უამრავ საქმეს მოაგვარებთ. ნებისმიერ წამოწყებას გაართმევთ თავს. გამონახეთ დრო და შეეხმიანეთ მეგობრებს. საღამოს ავანტიურა გაგიტაცებთ.

კირჩხიბი

პოზიტიურად ხართ განწყობილი და სამსახურის საქმეებიც კარგად მიგდით. მეტი დრო დაუთმეთ შვილებთან ურთიერთობას. საღამო მეგობრებთან ერთად გაატარეთ.

ლომი

საქმეები ისე გადანაწილეთ, რომ საღამოს გართობისთვისაც დაგრჩეთ დრო. კოლეგების და პარტნიორების მხარდაჭერის იმედი გქონდეთ. დღის მეორე ნახევარში გამონახეთ დრო საოჯახო საქმეებისთვის.

ქალწული

მთელ დღეს კომპიუტერთან ნუ გაატარებთ. აგრეთვე, სამსახურში გვიანობამდე ნუ გაჩერდებით. მეტად დაისვენეთ. საღამოს მოაწყვეთ ოჯახური წვეულება, გაუმასპინძლდით მეგობრებს.

სასწორი

ენერგიული და აქტიური ხართ. დღეს რუტინული საქმეების შესრულებისასაც კი სიამოვნებას მიიღებთ. საინტერესო შეხვედრები და შოპინგი გელით. საღამო საყვარელ ადამიანთან ერთად გაატარეთ.

მორიელი

კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. მთავარია, არ მოიწყინოთ. გარშემო მყოფებთან ურთიერთობაში უნდა ისწავლოთ კომპრომისზე წასვლა. საღამო ფლირტის დროა.

მშვილდოსანი

წარმატება გელით სხვადასხვა სფეროში. იყავით მიზანმიმართული. საქმეებისა და ვალდებულებების მიუხედავად ყურადღება არ მოაკლოთ საყვარელ ადამიანს. საღამოს ავანტიურა გაგიტაცებთ.

თხის რქა

მშვიდი და დაკვირვებული ხართ. არაფერი გიშლით ხელს, რომ განახორციელოთ ახალი იდეები. ზოგიერთს გავლენიანი მფარველი გამოუჩნდება. საღამო რომანტიკულ გარემოში გაატარეთ.

მერწყული

დღეს ნებისმიერი სირთულის საქმეს ადვილად გაართმევთ თავს. ინტუიციაზე დაყრდნობით იმოქმედეთ. გამონახეთ დრო საოჯახო საქმეებისთვის.

თევზები

დილიდანვე დაგეგეთ დღე, ჩამომწერეთ შესასრულებელი საქმეების სია. ზოგიერთს მნიშვნელოვანი ზარი, საუბარი ელის. საღამო საყვარელ ადამიანთან ერთად გაატარეთ.

31 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით

მთვარის ჰოროსკოპი: 31 ოქტომბერი

30 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით