29 მაისის იუბილარი

29 მაისის იუბილარი

მაისის თვე ძველბერძნული ქალღმერთის – მაიას სახელს უკავშირდება, რომელიც თავის მხრივ ნაყოფიერების, ქალურობისა და შვილიერების სიმბოლოდ ითვლებოდა ბერძნებში. ასტროლოგიურად კი მაისი, ორ რადიკალურად განსხვავებულ ზოდიაქოს ნიშანს: კუროსა და ტყუპს აერთიანებს. აქედან გამომდინარე ამ თვეში დაბადებული ადამიანები, ერთდროულად არიან ცვალებადებიც და პრინციპულებიც, კონსერვატორებიც და ნოვატორებიც. და რაც მთავარია, ნებისმიერი მაისის ადამიანი ასხივებს ძლიერ სასიცოცხლო ენერგეტიკას და უშრეტ ოპტიმიზმს, რაც ზუსტად შეესიტყვება ამ თვეს. მაისი ხომ სიცოცხლის გამოღვიძების, ახლის საწყისის და აღორძინების სიმბოლოა.

როგორია 29 მაისს დაბადებული ადამიანი

29 მაისს დაბადებული ადამიანები, თანდაყოლილი სამართლიანობის გრძნობითა და მებრძოლი ხასიათით გამოირჩევიან. გასაკვირი არ არის ის ფაქტი, რომ მათ შორის საკმაოდ ხშირად ვხვდებით ჟურნალისტებს და ადვოკატებს. ამ ხალხს სოციუმის მოთხოვნების ზუსტი გააზრება და მათზე მანიპულირების შესანიშნავი უნარი გააჩნია. თუმცა სასურველია, თუ საკუთარ მერკანტილურ მოთხოვნებს არ გადააყოლებენ გარშემო მყოფთა ინტერესებს.