29 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

29 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

კურო

თუ კონფლიქტის გამწვავება არ გსურთ, კამათში დაუთმეთ ოპონენტს. ამასთანავე, კარგ დამოკიდებულებას შეინარჩეუნებთ მასთან და მომავალში საქმეების მოგვარებაშიც სთხოვთ მეგობრულ დახმარებას.

ტყუპი

თუ წინა დღეებში საყვარელ ადამიანთან გაარკვიეთ ურთიერთობა დღეს დროის სასიამოვნოდ გატარება გელით. წინააღმდეგ შემთხვევაში – მცირე კამათი და უსიამოვნებები.

კირჩხიბი

დღეს უამრავი საქმის მოგვარება, დასრულება მოგიწევთ. ეცადეთ, ახლობელი ადამიანებიც დაიხმაროთ, რათა ხვალინდელი დღეც სამსახურში არ გაატაროთ.

ლომი

ყველაზე რთულ სიტუაციაშიც კი შეინარჩუნეთ იუმორის გრძნობა, რაც სიტუაციის განმუხტვის საშუალებას მოგცემთ. გარშემო მყოფებთან მეგობრული დამოკიდებულება უფრო მეტს შეგძენთ, ვიდრე მათთან დაპირისპირება.

ქალწული

თუ თავს მოწყენილად გრძნობთ, ეცადეთ, დღევანდელი დღე მეგობრებთან შეხვედრით, კუტურული ღონისძიებებით გაამრავალფეროვნოთ.

სასწორი

დღეს ჩვეულებრივზე მეტად მომხიბვლელი და ლაქალაქა იქნებით, რაც საშუალებას მოგცემთ ახალგაცნობილებთან კარგი დამოკიდებულების ჩამოყალიბებაში, მაგრამ პირად და საქმიან ურთიერთობებს ნუ აურევთ ერთმანეთში.

მორიელი

დღეს ყველაზე რთულ სიტუაციასაც კი ადვილად გაართმევთ თავს, რაც გარშემო მყოფებში კიდევ უფრო აგიმაღლებთ ავტორიტეტს და კიდევ უფრო დაგარწმუნდებით საკუთარ შესაძლებლობებში.

მშვილდოსანი

გასართობი ღონისძიებები ფულის ფლანგვის მეტს არაფერს მოგიტანთ. უმჯობესია, ეს დღე ინტელექტუალურ თამაშებს, ფსიქოლოგიურ ტრენინგებსა და თვითანალიზს დაუთმოთ.

თხის რქა

დღეს საინტერესო, გავლენიან ადამიანებთან გელით შეხვედრა. საუბრისას შეიძლება ისეთი ფაქტები გამჟღავნდეს, რაზეც წარმოდგენაც არ გქონდათ. ეცადეთ, მათი დახმარებით საკუთარი საქმეები მოაგვაროთ.

მერწყული

წვრილ–წვრილი საქმეების მოგვარებაში დახმარება მეგობრებსა და ნათესავებს სთხოვეთ, მაგრამ უსაქმოდ კი ნუ დაჯდებით, თავადაც ჩაერთეთ მუშაობაში.

თევზები

კარგი დღეა დაწყებული საქმეების დასასრულებლად. ურთიერთობების დასარეგულირებლად. სასიამოვნო ადამიანებთან შესახვედრად და მათთან ერთად გასართობად.

31 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით

მთვარის ჰოროსკოპი: 31 ოქტომბერი

30 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით