ავტორი:

29 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

29 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 14:44-ზე, მთვარე მერწყულშია

ისეთი საქმეები წამოიწყეთ, რომლებსაც დღესვე დაასრულებთ და სხვა დროისთვის არ გადადებთ. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დროისთვის გადადეთ. ფინანსური ოპერაციების დაგეგმვასა და უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვას არ გირჩევთ. კარგი დღეა მსხვილი საყიდლებისთვის. უფროსთან და თანამდებობის პირებთან ნებისმიერ საქმეს მარტივად მოაგვარებთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისა და საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოუფრთხილდით ნერვულ სისტემას. მოერიდეთ ალკოჰოლურ სასმელს. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.

ვერძი: საქმიანი შეხვედრების, მოლაპარაკებების დღეა. იყავით დიპლომატიური. წარმატება გელოდებათ პროფესიულ და ფინანსურ სფეროებში.

კურო: მეტი ყურადღება გმართებთ ფინანსური საკითხების მოგვარებისას. მოერიდეთ ეგოისტურობას და გაიზიარეთ საყვარელი ადამიანის აზრი.

ტყუპი: გააუმჯობესეთ დამოკიდებულებას იმ ადამიანებთან, ვისზეც ადრე ნაწყენი იყავით. ეცადეთ, ნაკლები იფიქროთ წარსულზე.

კირჩხიბი: შეამცირეთ არაფრისმომცემი კონტაქტები, უსიამოვნო ადამიანებთან კომუნიკაცია. რაც იწვევს ფსიქოლოგიურ დისკომფორტს და გართმევთ ძვირფას დროს.

ლომი: ენერგიული და საქმიანი ხართ. კოლექციონერმა ნიშნებმა შეიძლება სასურველ ნივთს მიაგნოთ. პოზიტიური ცვლილებები გელოდებათ რომანტიკულ ურთიერთობებში.

ქალწული: მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებამდე რჩევა ჰკითხეთ გამოცდილ სპეციალისტებს. საუკეთესო დღეა სწავლისთვის, ახალი პროგრამების ასათვისებლად.

სასწორი: გააუმჯობესეთ დამოკიდებულება გარშემო მყოფებთან. ახლობლების მხარდაჭერით სირთულეების გადალახვას შეძლებთ. მეტი ყურადღება გმართებთ რუტინული ვალდებულებებისადმი.

მორიელი: მოერიდეთ საყვარელ ადამიანთან და საქმიან პარტნიორებთან ურთიერთობის დაძაბავს. კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად, შეთანხმებების გასაფორმებლად.

მშვილდოსანი: საინტერესო შემოთავაზებების, იდეების განხილვის დღეა. მიიღებთ შექებას კარგად შესრულებული საქმისთვის. საღამო სასიამოვნო გარემოში გაატარეთ.

თხის რქა: მეტი დრო დაუთმეთ შემოქმედებითი იდეების განხორციელებას, განმარტოებით მუშაობას. მოერიდეთ საკუთარ თავზე ზედმეტი პასუხისმგებლობის აღებას.

მერწყული: თანამოაზრეებთან ერთად შეძლებთ იდეების განხორციელებას. ინტერნეტქსელებში გაიცნობთ საინტერესო ადამიანებს, ჩაერთვებით საინტერესო საუბრებში.

თევზები: ყურადღება გაამახვილეთ სტრატეგიული მიზნების განხორციელებაზე. პოზიტიური ცვლილებები გელოდებათ კარიერაში; იფიქრეთ პირადი ცხოვრების გაუმჯობესებაზე.