29 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით

29 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით

კურო - დღეს გარშემო მყოფებში ახალ ნიჭსა და პოტენციალს აღმოაჩენთ. ახალი იდეები თანამოაზრეებს გაუზიარეთ. მათი დახმარებაც დაგჭირდებათ. გაიუმჯობესეთ პირადი ცხოვრება.

ტყუპი - უკან არ დაიხიოთ, იყავით მეტად მიზნამიმართული. ნაკლები დრო დახარჯეთ გართობაზე და წარმატებას აუცილებლად მიაღწევთ. რთულ სიტუაციაზე პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე უნდა აიღოთ.

კირჩხიბი - აცადეთ, გარშემო მყოფებსაც, რომ ისინიც გახდნენ პოპულარულები და მოიპოვონ პატივისცემა. მეგობრების მიპატიჟებაზე უარი არ თქვათ. მხიარული წვეულება გელით.

ლომი - ნუ იქმნით ცუდ განწყობას, არ არსებობს სირთულე, რომელსაც თავს ვერ გაართმევთ. გაუფრთხილდით ფულს, ნუ შეიძენთ ძვირად ღირებულ ნივთებს. ისინი შეიძლება ხარვეზიანი გამოდგეს.

ქალწული - უსიამოვნება მშვიდად მოაგვარეთ, არ გაამწვაოთ სიტუაცია, უმჯობესია, მოითმინოთ, ვიდრე გაიფუჭოთ ადამიანთან დამოკიდებულება. დრო მოვა და მიხვდება თავის შეცდომას.

სასწორი - შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ ერთ ადგილზე გაიყინეთ და ვეღარ ვითარდებით. გადახედეთ მიტოვებულ საქმეებს. იქნებ, მათი დასრულების დრო დადგა?

მორიელი - გარშემო მყოფებზე დიდ გავლენას ახდენ. ისინი ყველა თქვენს მითითებას უსიტყვოდ შეასრულებენ. ახალდაწყებული ნაცნობობა შეიძლება თავბრუდამხვევ რომანში გადაიზარდოს.

მშვილდოსანი - გაფრთხილდით, აჩქარებით საქმეები არ გაიფუჭოთ. იყავით მეტად დაკვირვებული დეტალებისადმი. ახალი იდეები კოლეგებთან ერთად მშვიდად განიხილეთ.

თხის რქა - ახალი პროექტების დაწყება კარგია, მაგრამ ძველ შეცდომებს თუ არ გაითვალისწინებთ, არაფერი გამოგივათ. მოიმატებს გაურკვევლობა გარშემო მყოფებში.

მერწყული - საინტერესო ადამიანებთან იკონტაქტეთ და ლოგიკურად იმსჯელეთ. თუ წვეულების მოწყობას აპირებთ ან მგზავრობას, გადაამოწმეთ ყველა დეტალი და ნიუანსი.

თევზები - გაფრთხილდით, გაურკვევლობის გამო შეიძლება ჩიხში აღმოჩნდეთ. ნაკლები ემოცია გამოავლინეთ და მეტი დაკვირვებულობა. მოიწესრიგეთ გრძნობები. მშვიდად გაანალიზეთ მომხდარი.

სად და ვის­თან ერ­თად შევ­ხვდეთ თეთ­რი ვირ­თხის შე­მობ­რძა­ნე­ბას? - ვირ­თხას უყ­ვარს დიდი წვე­უ­ლე­ბა, ბევ­რი ხალ­ხი, მხი­ა­რუ­ლე­ბა,

31 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით

მთვარის ჰოროსკოპი: 31 ოქტომბერი