ავტორი:

29 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

29 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 14:06-ზე, 17:22-ზე მთვარე თხის რქას ესტუმრება

მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას. უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა სხვა დღისთვის გადადეთ. არ გირჩევთ საქმეების, ურთიერთობის გარჩევას. ცუდი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის. მოსაფრთხილებელია ღვიძლი, უარი თქვით ალკოჰოლზე, ცხოველურ საკვებზე. გაუფრთხილდით სახსრებსა და ხერხემალს, არ ამოიღოთ კბილი. კარგი დღეა სამიწათმოქმედო სამუშაოსთვის. შინაურ ცხოველებთან კონტაქტი.

ვერძი: დაკვირვებით მოაწესრიგეთ ფინანსური და იურიდიული დოკუმენტები. მეტი დრო გაატარეთ შინ, საყვარელი ადამიანის გვერდით. ჩამოწერეთ ახალი საქმეების სია.

კურო: იყავით დაკვირვებული და მშვიდი; არაფერი მნიშვნელოვანი დღეს არ მოიმოქმედოთ. მეტად მოუფრთხილდით საკუთარ ჯანმრთელობას და დამოკიდებულებას საყვარელ ადამიანთან.

ტყუპი: დრო ისე გადაანაწილეთ, რომ დასვენება და გამოძინება მოახერხოთ. ახალი საქმეები ოთხშაბათიდან დაიწყეთ. დღეს მხოლოდ შესასრულებელი ვალდებულებების სია შეასრულეთ.

კირჩხიბი: ემოციური დღეა და ეცადეთ, მაქსიმალურად აკონტროლოთ საკუთარი თავი. ნუ მიიღებთ დაუფიქრებელ გადაწყვეტილებებს. მოგეცემათ დასვენების, გამოძინების შესაძლებლობა.

ლომი: მეტი მზრუნველობა გმართებთ მშობლების მიმართ. დღევანდელი დღე ოჯახის წევრებთან ერთად გაატარეთ; დაინტერესდით მათი საქმეებით და ეცადეთ, დაეხმაროთ.

ქალწული: კარგი იქნება, თუ გამონახავთ დროს დასვენებისთვის, ერთი საათით მაინც გაიხანგრძლივებთ ძილის რეჟიმს. მეტი დრო გაატარეთ სუფთა ჰაერზე.

სასწორი: დაფიქრდით, რა საქმიანობა უნდა დაიწყოთ, რა მოგიტანთ ფულს. გაიხსენეთ ძველი ჰობი. გააუმჯობესეთ დამოკიდებულება საყვარელ ადამიანთან.

მორიელი: მოიცილეთ ყველაფერი, რაც გაფერხებთ, ხელს გიშლით წინსვლასა და განვითარებაში. დაასრულეთ არაფრისმომცემი კავშირები და დაიწყეთ ცხოვრება ახალი, სუფთა ფურცლიდან.

მშვილდოსანი: მეტი დრო დაუთმეთ დასვენებას, ძალების აღდგენას. კარგი იქნება, თუ გამონახავთ დროს შემოქმედებითი იდეების განსახორციელებლად, მშვიდ ადგილას დასასვენებლად.

თხის რქა: მარტოხელები ახალ სიყვარულს შეიძლება მეგობრების წრეში შეხვდეთ. არ გირჩევთ არც ვალის აღებას და არც გაცემას. მეტად მოუფრთხილდით ჯანმრთელობას.

მერწყული: საქმეები დღის პირველ ნახევარში მოაგვარეთ და მერე დაისვენეთ. მოერიდეთ ურთიერთობის დაძაბვას საყვარელ ადამიანთან, ნუ მისცემთ ეჭვიანობის საბაბს.

თევზები: იყავით მომართული სასიამოვო საქმიანობაზე. ოჯახის წევრებთან ურთიერთობის გაუმჯობესებაზე. გამონახეთ დრო შემოქმედებითი იდეების განსახორციელებლად; დაკავდით ლიტერატურული საქმიანობით.