კურო
ნუ ეცდებით საკუთარი თავის შეცვლას მხოლოდ იმიტომ, რომ ვიღაცას თქვენში რაღაც არ მოსწონს. დარჩით ისეთი, როგორიც ხართ და ასეთი მიგიღონ გარშემო მყოფებმა.
ტყუპი
ყველაფრისთვის მზად ვერ იქნებით. ეცადეთ, სიტუაციის მიხედვით იმოქმედოთ. მოულოდნელობებით აღსავსე დღეა. შეიძლება ისეთი ფაქტის მომსწრე გახდეთ, რაც სრულიად შეცვლის თქვენს ცხოვრებას.
კირჩხიბი
კარგი დღეა მნიშვნელოვანი საქმეების მოსაგვარებლად. მთავარია, მზად იყოთ და დრო გამონახოთ.
ლომი
დღეს ცოტათი თავისუფალი დღე გექნებათ, საქმეებისგან დაისვენებთ. მაგრამ მნიშვნელოვანი შეხვედრები არ გამოტოვოთ.
ქალწული
დღეს ის დღეა, როცა გართობაზე არ უნდა უთხრათ საკუთარ თავს უარი. მეტად იხუმრეთ, გაიღიმეთ. გარშემო მყოფებს სულ სხვანაირად დაენახვეთ.
სასწორი
კარგი დღეა ძველი კავშირების აღსადგენად. მოსალოდნელია ძველ მეგობრებთან შეხვედრა.
მორიელი
ოცნებები ოცნებებად რომ არ დაგრჩეთ, მეტად უნდა მოისურვოთ მათი ასრულება. თანაც, როცა ხელს არაფერი გიშლით სასურველს მიღწევაში.
მშვილდოსანი
დღეს თავს გაგახსენებთ წარსულში დაშვებული შეცდომები. თუ მათ გამოსწორებას ვერ ახერხებთ, დაივიწყეთ. ნუ გაირთულებთ ცხოვრებას.
თხის რქა
ყველაზე სერიოზულ გადაწყვეტილებასაც კი სპონტანურად მიიღებთ. დღეს ის დღეა, როცა გართობას ყველა საქმეზე წინ დააყენებთ.
მერწყული
დღეს ყველანაირი სიგიჟე გეპატიებათ. გარშემო მყოფები აღფრთოვანებულნი იქნებიან თქვენი იდეებითა და კრეატიულობით. მთავარია, საკუთარი თავი არ დააზარალოთ.
თევზები
დღეს თავი შეიკავეთ სარისკო ქმედებებისგან. განსაკუთრებით ფინანსებთან მიმართებაში. უმჯობესია, ყველაფერი კარგად აწონ–დაწონოთ და ისე მიიღოთ გადაწყვეტილებები.