კურო
სამსახურის საქმეები შეიძლება კოლეგების, მომწოდებლების გამო შეგიფერხდეთ. სამაგიეროდ, პირად ცხოვრებაში სასიკეთო ცვლილებები გელით.
ტყუპი
დღეს გამოააშკარავებთ ადამიანს, რომელიც წარმატების მიღწევაში გიშლით ხელს. აგრეთვე, გირჩევთ გადახედოთ ურთიერთობას კოლეგებთან, პარტნიორებთან, შეცვალოთ მათ მიმართ დამოკიდებულება.
კირჩხიბი
ნათესავებისა და მეგობრებისთვის შეუცვლელი დამხმარე და მშველელი იქნებით. შეიძლება მათ მორალურად ან მატერიალურად დაეხმაროთ. თქვენს დღევანდელ სიკეთეს არავინ დაგივიწყებთ.
ლომი
დღეს ყურადღების ცენტრში იქნებით. გამოავლინეთ თქვენი ნიჭი და შესაძლებლობა. გაგიუმჯობესდებათ ურთიერთობა ახალ საქმიან პარტნიორებთან.
ქალწული
კარგი დღეა თანამოაზრეების, პარტნიორების შესარჩევად. როგორც ახალი საქმისთვის, ასევე პირადი ცხოვრებისთვის.
სასწორი
საქმეების მოგვარებისას იქონიეთ სათადარიგო გეგმაც, რადგან შეიძლება ისეთმა ადამიანმა გიღალატოთ, ვისაც ერთგულ და კეთილსინდისიერ ადამიანად თვლიდით.
მორიელი
ნუ გაჯიუტდებით, თუ გარშემო მყოფები დახმარებას შემოგთავაზებენ. წინააღმდეგ შემთხვევაში უსიამოვნებების ლაბირინთს თავს ვერ დააღწევთ.
მშვილდოსანი
კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის, აგრეთვე ჰობისთვის. ზოგიერთებს წვეულების მოწყობას, დღესასწაულის წაყვანას შესთავაზებენ.
თხის რქა
მოაგვარეთ ფინანსური საკითხები; გადაიხადეთ გადასახადები. ყურადღება გმართებთ ვალის აღებისა და კრედიტების გაფორმებისას.
მერწყული
შეიძლება წვეულებაზე მიგიპატიჟონ და დღის მთავარი საზრუნავი მეგობრისთვის საჩუქრის, საკუთარი თავისთვის კი სამოსის შერჩევა იქნება.
თევზები
კარგი დღეა თქვენთვის საჭირო ინფორმაციის, სარეკლამო განცხადებების მოსაძიებლად, მაგრამ პირველივეს ნუ ენდობით, გადაამოწმეთ, სასურველფასიანი შეარჩიეთ.