კურო
მოიწყვეთ პატარა შვებულება. ქალაქგარეთ საყვარელ ადამიანთან ერთად გაემგზავრეთ. ნათესავებისთვის ოჯახური ვახშამი მოაწყვეთ. თუმცა, ალკოჰოლისგან თავი შეიკავეთ.
ტყუპი
მოაწესრიგეთ პირადი ნივთები, მოაგვარეთ საოჯახო საქმეები. ოჯახის წევრებს გემრიელობებით გაუმასპინძლდით. საღამოს მეგობრებს, ნათესავებს უმასპინძლეთ.
კირჩხიბი
სამსახურის საქმეებიც უნდა მოასწროთ, საოჯახო ვალდებულებებიც და ბავშვებთან ერთად უნდა გაერთოთ კიდეც. ზოგიერთს რომანტიკული ნაცნობობა ელის.
ლომი
გააუმჯობესეთ ურთიერთობა ოჯახის წევრებთან, ნათესავებთან. საყვარელი ადამიანის მიმართ იყავით მეტად მოსიყვარულე და მიზეზის გარეშეც გაანებივრეთ საჩუქრით.
ქალწული
მგზავრობისა და მოგზაურობის დაწყების დღეა. ზოგიერთი მეგობრებთან ერთად აგარაკზე გაეშურება. საღამო მხიარულ გარემოში გაატარეთ.
სასწორი
დილა სამსახურის საქმეებს დაუთმეთ, საღამო - საოჯახოს. მეგობრების ან ნათესავების ვიზიტი დღეს გაგიხალისებთ.
მორიელი
დღე საყვარელ საქმეს, ჰობის დაუთმეთ. თუ განსაკუთრებული გეგმები არ გაქვთ, შეგიძლიათ ტელევიზორის წინ წამოწვეთ. კარგი დღეა შოპინგისთვისაც.
მშვილდოსანი
საქმიანი პარტნიორებშიც კი რომანტიკულ გრძნობებს აღძრავთ. გაგიუმჯობესდებათ ურთიერთობა სასიყვარულო პარტნიორთან, რომელიც სიურპრიზს გიმზადებთ.
თხის რქა
ახლობლებისგან (განსაკუთრებით საზღვარგარეთ მცხოვრებლებისგან) სასიამოვნო სიახლე გელით. ზოგიერთს ყოფილ შეყვარებულთან ელის შეხვედრა. საღამო ოჯახის წევრებთან ერთად გაატარეთ.
მერწყული
დღეს კომფორტულად იგრძნობთ თვს საკუთარ დივანზეც, მეგობრებთანაც და გავლენიანი ადამიანების გარემოცვაშიც. ძილის წინ ფეხით გაისეირნეთ.
თევზები
კარგი დღეა საყიდლებისთვის. ნუ დაივიწყებთ ოჯახის წევრებს, მათ ტკბილეულობები უყიდეთ. შეეხმიანეთ უფროსი თაობის ნათესავებს, მოუწყვეთ მათ ოჯახური ვახშამი.