ხუთშაბათი, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 11:53-ზე, მთვარე მორიელშია
მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას. უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა სხვა დღისთვის გადადეთ. არ გირჩევთ საქმეების, ურთიერთობის გარჩევას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი რძე და რძის ნაწარმით, თაფლით. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
ვერძი: თუ ხვდებით, რომ ნერვები დაძაბული გაქვთ, მოერიდეთ უსიამოვნო ადამიანებთან ურთიერთობას. მეტი დრო დაუთმეთ პოზიტიურ საქმიანობას.
კურო: მხოლოდ ერთგულ ადამიანებს მიმართეთ დახმარებისთვის. დაუგდეთ ყური გამოცდილი ადამიანების რჩევებს. გადაწყვეტილებები მიიღეთ გააზრებულად.
ტყუპი: უამრავი საქმე გექნებათ მოსაგვარებელი. იყავით დაკვირვებული თითოეული დეტალისადმი. თუ ხვდებით, რომ გარშემო მყოფებთან საერთო ენის გამონახვა გიჭირთ, ცოტა ხნით შეეშვით.
კირჩხიბი: თუ მოინდომებთ, ყველა სურვილს აისრულებთ. უფრო მეტიც, შეიძლება ისიც კი აგიხდეთ, რასაც გაიფიქრებთ. ამიტომ, მხოლოდ საუკეთესო ფიქრები გქონდეთ.
ლომი: დღეს განმარტოებას ვერ მოახერხებთ. მეტი დროის გატარება მოგიწევთ საზოგადოებაში; ყველას დასჭირდება თქვენი დახმარება, რჩევა. თავად მიიღებთ სასიამოვნო ცნობებს.
ქალწული: მოვლენებით დატვირთული დღე გელოდებათ. იყავით აქტიური სურვილების ასრულებაში. სასიამოვნო სიახლეს საყვარელი ადამიანისგანაც ელოდეთ.
სასწორი: არ გირჩევთ არავისთან კამათს, საქმეებისა და ურთიერთობების გარკვევას, გამარჯვებული თქვენ ვერ იქნებით. ემოციები მოთოკეთ იქ, სადაც ურთიერთობების შენარჩუნება გსურთ.
მორიელი: ისეთი საქმეები, შეასრულეთ, რომლებსაც ზედმეტი ენერგიისა და ძალის დახარჯვა არ სჭირდება. დაკვირვებით მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. მეტი დრო გაატარეთ სუფთა ჰაერზე.
მშვილდოსანი: სურვილების ასრულების დღე გაქვთ. იყავით აქტიური და მიზანმიმართული. მიღებთ საინტერესო საქმიან შემოთავაზებას. გააქტიურდით სოციალურ ქსელებში.
თხის რქა: კარიერული წინსვლისა და მიღწევების დღეა. საღამოს მოგეძალებათ ნოსტალგია სიტუაციების, ადამიანების მიმართ. შეეხმიანეთ მათ, ვინც განწყობას გაგიუმჯობესებთ.
მერწყული: წარმატებას მიაღწევთ, თუ ორიგინალურად იმოქმედებთ. იყავით სამართლიანი გარშემო მყოფების მიმართ. მეგობრებს დახმარებაზე უარს ნუ ეტყვით.
თევზები: დღეს მიხვდებით, რომ მოცდის დრო არაა, სხვაზე დამოკიდებული არ უნდა იყოთ და გააქტიურდებით. საქმეების გარდა აქტიურობა პირადი ცხოვრების გასაუმჯობესებლადაც გმართებთ.