3-9 ნოემბრის მნიშვნელოვანი ასტროლოგიური მოვლენები: საქმიანი ინფორმაციის მიღება-გადაცემასთან და მოლაპარაკებებთან მოსალოდნელია წინაღობების შექმნა

3-9 ნოემბრის მნიშვნელოვანი ასტროლოგიური მოვლენები: საქმიანი ინფორმაციის მიღება-გადაცემასთან და მოლაპარაკებებთან მოსალოდნელია წინაღობების შექმნა

მარსი მშვილდოსანში გადადის და ვენერა - მორიელში, მერკური კი რეტროგრადული ხდება. გველოდება სავსემთვარეობა კუროში და ამავე ნიშანში რეტროგრადული ურანის დაბრუნება. ზოგადად, ეს კვირა ძალიან დატვირთულია პლანეტარული აქტიურობით. 3-9 ნოემბრის ასტროლოგიური მოვლენები გასათვალისწინებელი და დასაფიქრებელია.

4 ნოემბერს მარსი მორიელის ნიშანს დატოვებს და მშვილდოსანში გადაინაცვლებს. თუმცა სწორედ ამ დღეს იქნება მარსი-ურანის ოპოზიციის პიკი, რაც შეიძლება „კუდის მოქნევას“ შევადაროთ. 3-5 ნოემბერი დაძაბული დღეები იქნება და მოიმატებს ფეთქებადსაშიში სიტუაციები. თუმცა მარსის მშვილდოსანში გადასვლის შემდეგ ადამიანებში არსებული ენერგია, რომელიც ოქტომბერში ძირითადად დესტრუქციულად ვლინდებოდა, ნოემბრის პირველივე კვირიდან კონსტრუქციულ კალაპოტში მოექცევა. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ აქტიურობის ხარისხი დაიკლებს. უფრო პირიქით, ბევრი ადამიანები კიდევ უფრო გააქტიურდება. უბრალოდ, მოიმატებს ოპტიმიზმი და გამოყენებული შანსების რაოდენობა.

5 ნოემბერს სავსემთვარეობა იქნება კუროში . ეს გულისხმობს ქაოსის შემდეგ სიმშვიდის მოპოვებას, ძალების აღდგენას, ემოციურ დამშვიდებას, საკუთარ თავში თუ გარემოში საყრდენის მოძებნასა და კომფორტის შექმნას. ამ სავსემთვარეობის გზავნილია: შეჩერდი. ჩაისუნთქე-ამოისუნთქე. იგრძენი მიწა ფეხქვეშ“.

7 ნოემბრიდან ვენერა მორიელის ნიშანში გადავა და იქ 1 დეკემბრამდე დარჩება. ასე რომ, ნოემბერში პირადი ცხოვრება ერთ-ერთ პირველ ადგილზე იქნება. ვენერა მორიელში გამოძევებულ მდგომარეობაში, რაც სიყვარულში ინტენსივობის გაძლიერებაზე მიანიშნებს. დადებითი კუთხით მოიმატებს მიმზიდველობა, შარმი და სექსუალურობა. უარყოფით ასპექტში კი გამოვლინდება როგორც ეჭვიანობა, უნდობლობა და კონტროლის მძაფრი სურვილი. იმ ადამიანებმა, ვისაც გრძნობების სიღრმე და სიმძაფრე აშინებთ, ამ პერიოდში ახალი ურთიერთობის დაწყებისგან თავი უნდა შეიკავონ.

8 ნოემბრიდან რეტროგრადულად მოძრავი ურანი კუროს ნიშანში დაბრუნდება და იქ 2026 წლის 26 აპრილამდე დარჩება. ფაქტობრივად, ეს იქნება 2018-19 წლებიდან დაწყებული პოლიტიკური, ეკონომიკური თუ სხვა ნებისმიერი ფორმების საბოლოო გაცნობიერება, რაც გამოიხატება ან მის დაშლაში ან განვითარების ახალ ეტაპზე გადასვლაში. უახლოესი ექვსთვიანი პერიოდი მსოფლიო პოლიტიკისთვის და ეკონომიკისთვის იქნება ერთგვარი წყალგამყოფი, რომელიც 2026 წლის გაზაფხულზე დაანახვებს მსოფლიოს თუ რა ტენდენციები განვითარდება 2026-2033 წლებში.

9 ნოემბრიდან მერკურის რეტროგრადული ფაზა დაიწყება და 29 ნოემბრამდე გასტანს. საქმიანი ინფორმაციის მიღება-გადაცემასთან და მოლაპარაკებებთან მოსალოდნელია წინაღობების შექმნა. ეს არ არის კარგი პერიოდი შეთანხმებების მიღწევისთვის და საბუთების გაფორმებისთვის, რადგან მოსალოდნელია მომავალში გარკვეული პრობლემების შექმნა. თუმცა სასიკეთო იქნება ძველ იდეებთან, ჩანაწერებთან მიბრუნება. წარსულის ანალიზი, გადაფასება და დამუშავება. ამ პერიოდში ჩვენს ცხოვრებაში თითქოს გარკვეული სცენარების ხელახლა გაშვება ხდება და შეგვიძლია გავაკეთოთ ის, რაც ადრე ვერ გავაკეთეთ და გადავდეთ. თუ აუცილებელია ხელშეკრულების გაფორმება, მაშინ მას საფუძვლიანად უნდა გავეცნოთ და ზუსტად ვიცოდეთ, რაზე ვაწერთ ხელს.

მშვიდ კვირას გისურვებთ!