ავტორი:

3 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

3 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

3 აგვისტო, ოთხშაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 12:01-ზე, მთვარე სასწორშია

ისეთი საქმეები წამოიწყეთ, რომლებსაც დღესვე დაასრულებთ და სხვა დროისთვის არ გადადებთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის, სწავლისთვის. უფროსთან და თანამდებობის პირებთან ნებისმიერ საქმეს მარტივად მოაგვარებთ. დღეს იკვებეთ ზომიერად, - არც შიმშილობაა სასურველი და არც კუჭის გადატვირთვა. ივარჯიშეთ სასიამოვნო მუსიკის ფონზე.

ვერძი: მეგობრული და დიპლომატიური უნდა იყოთ. მოერიდეთ აგრესიულობას და ნუ ეცდებით დახურული კარის შემტვრევას. გაგიუმჯობესდებათ მატერიალური მდგომარეობა. ან დღეს დაწყებული საქმე მოგიტანთ ფულს.

კურო: მოგინდებათ ექსპერიმენტები ჩაცმულობასთან დაკავშირებით, ორიგინალური იდეების განხორციელება. მატერიალური მდგომარეობა გაგიუმჯობესდებათ მეგობრების დახმარებით.

ტყუპი: ადამიანების მიმართ მეგობრული უნდა იყოთ, დაეხმარეთ სირთულეების გადალახვაში. ზოგიერთი ახალ სიყვარულს შეიძლება შვებულების დროს შეხვდეთ ან ინტერნეტსივრცეში.

კირჩხიბი: დაიწყეთ იმ პროექტებზე მუშაობა, რაც მომავალში მატერიალურ კეთილდღეობას მოგიტანთ. საღამოს მეგობრებთან შეხვედრა გელოდებათ ზოგიერთისთვის შეიძლება პირადი ფსიქოლოგი გახდეთ.

ლომი: დაესწარით მხიარულ წვეულებებს, პრეზენტაციებს, ნუ მოგერიდებათ საზოგადოების წინაშე სიტყვით გამოსვლა. წარმატებული დღე გელოდებათ დიზაინერებს, პიარის, რეკლამის სფეროს წარმომადგენლებს.

ქალწული: გააუმჯობესეთ დამოკიდებულება კოლეგებთან, მოაწესრიგეთ თქვენი სამუშაო ზონა. საღამოს გამონახეთ დრო მეგობრებთან შესახვედრად, უახლოეს სკვერში გასასეირნებლად.

სასწორი: დანიშნეთ საქმიანი შეხვედრები, შეხვდით თქვენთვის საინტერესო ადამიანებს. მიიღებთ საჭირო ინფორმაციას. მეგობრების დახმარებით ჩაერთვებით საინტერესო საქმიანობაში. საღამო საყვარელ ადამიანთან ერთად გაატარეთ.

მორიელი: თამამად გამოხატეთ თქვენი აზრი, გააჟღერეთ თქვენი მოსაზრებები. დააინტერესეთ თქვენი იდეებით გავლენიანი ადამიანები. გაქვთ შანსი, რომ გაიუმჯობესოთ მატერიალური მდგომარეობა.

მშვილდოსანი: შეხვედრების და ახალი პროექტების დაწყების დღეა. გამოავლინეთ მეტი დაკვირვება გარშემო მყოფების მიმართ, დაუსვით თქვენთვის საინტერესო კითხვები, მათგან შეიძლება საჭირო ინფორმაცია მიიღოთ.

თხის რქა: ყველა მნიშვნელოვანი საქმე დღის პირველ ნახევარში დაგეგმეთ. საქმიანი შეხვედრების დრო იყავით ღიმილიანი, მეგობრული. გაითვალისწინეთ ახლობლების მოსაზრებები.

მერწყული: ახალი პროექტების დაწყების დღეა. იყავით დაკვირვებული დეტალებისადმი. გაითვალისწინეთ გამოცდილი კოლეგების რჩევები. ხელშეკრულებები დაკვირვებით გააფორმეთ.

თევზები: განახორციელეთ ახალი იდეები. კარგი დღე გელოდებათ შემოქმედ, კულინარ ნიშნებს. მოგინდებათ საკუთარი თავის ორიგინალურად გამოხატვა. ბავშვებს მხიარული საღამო მოუწყვეთ.