კურო
ნათესავებთან შეხვედრა კარგ განწყობაზე დაგაყენებთ. თუ ახლობლების დახმარებას ვერ შეძლებთ, ნურც დაპირდებით.
ტყუპი
ენერგიისა და ფულის ხარჯვას მოერიდეთ. ერთ საქმეზე შეჩერდით და დაასრულეთ. კარგი დღეა ცოდნის მისაღებად.
კირჩხიბი
ნუ შექმნით ავარიულ და სტრესულ სიტუაციებს. დაეხმარეთ, ვინც თხოვნით მოგმართავთ.
ლომი
დღეს ახლობლების საკეთილდღეოდ მოგიწევთ მუშაობა. თუ სიტუაცია თქვენ არ გეხებათ, არ ჩაერიოთ. შეყვარებულ ლომებს სასიამოვნო შეხვედრა ელით.
ქალწული
დღე სასიამოვნო სიურპრიზებს გპირდებათ. შეიძლება ფინანსური დახმარება მიიღოთ. წვეულებაზე თანამოაზრეებს შეხვდებით.
სასწორი
მიუხედავად იმისა, რომ შაბათა, მთელი დღის გატარება სამსახურში მოგიწევთ. მოერიდეთ ფულის ხარჯვას. ზოგიერთებმა შეიძლება რემონტი წამოიწყონ.
მორიელი
ოპტიმისტურ განწყობაზე ხართ და ნებისმიერ საკითხს ადვილად მოაგვარებთ. იუმორი კარგია, მაგრამ არა სარკასტული. დღეს ზოგიერთი თქვენგანი დასვენებასაც მოახერხებს.
მშვილდოსანი
აკონტროლეთ ემოციები. ნუ გადააჭარბებთ სმას, ჭამას, გართობას. გახსოვდეთ, რომ თუ ახალი საქმეს წამოიწყებას გადაწყვეტთ, თქვენთვის შეუძლებელი არაფერია. მთავარია, მოინდომოთ.
თხის რქა
მოერიდეთ სტრესს, კონფლიქტს. ოჯახის წევრებთანაც კი დაიჭირეთ დისტანცია.
მერწყული
დღეს ყველას მშველელი უნდა იყოთ, საქმით, სიტყვით და ფულით. მაქსიმალური ყურადღება მიაქციეთ ოჯახის წევრებს.
თევზები
კარგი დღეა შეხვედრების, საინტერესო საუბრებისა და კოლექტიური ავანტიურისთვის. დღეს შეიძლება ახალი რომანი დაიწყოთ. ან სამოგზაუროდ დაგპატიჟონ.