3 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

3 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

კურო

დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღება გაგიჭირდებათ. ამიტომ, დახმარებისთვის ერთგულ მეგობრებსა და პარტნიორებს მიმართეთ. განწყობის გაუმჯობესებას ძველ მეგობრებთან შეხვედრისას შეძლებთ.

ტყუპი

კარიერაში წარმატება გელით. შანსი მოგეცემათ გამოავლინოთ თქვენი პოტენციალი. საღამოს საქმეებისგან უნდა დაისვენოთ და დრო საყვარელ ადამიანთან ერთად გაატაროთ.

კირჩხიბი

თქვენს დღევანდელ დღეს მშვიდს ნამდვილად ვერ ვუწოდებთ. კონკურენტები და მოშურნეები გააქტიურდებიან. გამარჯვების მოსაპოვებლად ბრძოლა მოგიწევთ.

ლომი

კოლეგებთან ერთად განიხილეთ ახალი იდეები. კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად, მაგრამ ეცადეთ, ძველებიც დროულად დაასრულოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები.

ქალწული

თქვენი ცხოვრება აქტიური და საინტერესო გახდება. ზოგიერთს, შესრულებული საქმისთვის, ჯილდო ელის.

სასწორი

სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა. მოერიდეთ უსიამოვნებას უფროსთან, სამართალდამცველებთან და უცხოელ პარტნიორებთან.

მორიელი

დაასრულეთ დაწყებული საქმეები. მოერიდეთ კანონის დარღვევას. დროულად გადაიხადეთ ვალები და გადასახადები.

მშვილდოსანი

ზოგიერთს დამატებითი შემოსავალი, ახალი საქმიანობა გამოუჩნდება. გააუმჯობესეთ დამოკიდებულება ოჯახის წევრებთან. მეტი მზრუნველობა გმართებთ საყვარელი ადამიანის მიმართ.

თხის რქა

თუ მუდამ იმის შიში გექნებათ, რომ მოგატყუებენ, გაწყენინებენ, ასე პარტნიორს ვერ იშოვით. ეცადეთ, არ იფიქროთ უსიამოვნებებზე, ცხოვრება მიიღოთ ისეთი, როგორიცაა.

მერწყული

დღის პირველი ნახევარი კარგია გამოცდის ჩასაბარებლად, საქმეების დასასრულებლად, სამეცნიერო კვლევისთვის. საკუთარ თავში დარწმუნებული რომც იყოთ, ნუ მოდუნდებით.

თევზები

მგზავრობა, საქმიანი შეხვედრები, ახალი ნაცნობობა და სატელეფონო საუბრები გელით. ნუ იქნებით იმპულსური და ემოციური. საუბრისას იყავით მშვიდი, ნუ აუწევთ ხმას.

31 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით

მთვარის ჰოროსკოპი: 31 ოქტომბერი

30 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით