3 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

3 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

კურო

კარგი დღე ელით მიზანმიმართულ ნიშნებს. ზოგიერთი ახალი საქმეების დაწყებას შეძლებს. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გავლენიანი ადამიანის მფარველობას მიიღებთ.

ტყუპი

დილითვე დანიშნეთ საქმიანი შეხვედრები. მოაგვარეთ მნიშვნელოვანი საკითხები. პირადი ცხოვრება განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს, - საყვარელი ადამიანი ჭირვეულობს.

კირჩხიბი

დილიდან დაიმუხტეთ პოზიტივით და იყავით ღიმილიანი. გააუმჯობესეთ ურთიერთობა გარშემო მყოფებთან. ასე უფრო გაგიადვილდებათ სამსახურისა და საოჯახო საქმეების მოგვარება. საღამოს ფლირტი და მხიარულება გელით.

ლომი

ყური დაუგდეთ რჩევებსა და ინტუიციას. გაგიუმჯობესდებათ ურთიერთობა საქმიან პარტნიორებთან. სარფიან ხელშეკრულებებს გააფორმებთ. საღამო მეგობრებთან ერთად მხიარულ გარემოში გაატარეთ.

ქალწული

შრომისმოყვარე და დაკვირვებული ხართ. კარგი დღეა საქმიანი შეხვედრებისთვის. კონკურენტები თქვენი იდეებით აღფრთოვანებულები არიან. საყვარელი ადამიანი კომპლიმენტებით აგავსებთ.

სასწორი

მეტად გამოავლინეთ თქვენი შესაძლებლობები და ღირსეულად მიიღეთ შექება. პირადი ცხოვრების გასაუმჯობესებლად მეტად გამოავლინეთ ინიციატივა. საყვარელი ადამიანი რომანტიკულ პაემანზე მიიპატიჟეთ.

მორიელი

ნაკლები ყურადღება მიაქციეთ გარშემო მყოფების აზრებს და ისე იმოქმედეთ, როგორც თქვენთვის იქნება უკეთესი. საოჯახო საქმეები ნათესავებთან შეთანხმებულად მოაგვარეთ. საღამო მეგობრებთან ერთად გართობას დაუთმეთ.

მშვილდოსანი

სასიამოვნო სიურპრიზების დღე გელით. მეტი დრო დაუთმეთ საქმეების მოგვარებას. ნუ გადადებთ მომავლისთვის იმას, რასაც დღეს მარტივად მოაგვარებთ. საყვარელ ადამიანთან გულითადი საუბარი გელით.

თხის რქა

ნიჭიერი და შრომისმოყვარე რომ ხართ ეს ყველამ იცის, მაგრამ ერთდროულად რამდენიმე საქმეს ნუ შეეჭიდებით. გამონახეთ დრო მეგობრული შეხვედრებისთვის, საოჯახო ვახშამზე ნათესავებს უმასპინძლეთ.

მერწყული

საქმეები და ვალდებულებები კოლექტივთან, ნათესავებთან ერთად მოაგვარეთ. ყური დაუგდეთ მათ რჩევებს. საღამოს საინტერესო შეხვედრები გელით.

თევზები

ფორტუნა გწყალობთ და არ იზარმაცოთ. მეტი დრო დაუთმეთ სამსახურის საქმეების მოგვარებას. გააუმჯობესეთ ურთიერთობა კოლეგებთან. პირადი ცხოვრება სასიამოვნო სიურპრიზებს გპირდებათ.

31 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით

მთვარის ჰოროსკოპი: 31 ოქტომბერი

30 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით