კურო
ნუ გაჯიუტდებით და ნუ ეცდებით საკუთარი უპირატესობის დამტკიცებას. ეცადეთ დაძაბული სიტუაცია იუმორით განმუხტოთ, პრობლემები დიპლომატიურად მოაგვაროთ. წინააღმდეგ შემთხვევაში მტრებსა და კონკურენტებს გაიჩენთ.
ტყუპი
დღეს ახლის შესწავლის სურვილი მოგეძალებათ. ეცადეთ, ჩამოყალიბდეთ, რა გსურთ, თორემ სიახლეებმა შეიძლება თავბრუ დაგახვიოთ.
კირჩხიბი
გარშემო მყოფებისგან აღიარება და დაფასება გელით. თუმცა, თავად სხვა ადამიანს უნდა დაეხმაროთ წარმატების მიღწევაში. თქვენი მისიაა, მასში აღმოაჩინოთ და განავითაროთ ტალანტი.
ლომი
ყველა საქმეს დღესვე ვერ შეასრულებთ. გადაანაწილეთ ისინი კვირის სხვა დღეებზე და საღამო მეგობრებთან ერთად დასვენებას დაუთმეთ.
ქალწული
ნუ გახდებით საკუთარი სურვილების მსხვერპლი. სწრაფად გამდიდრების მიზნით ნუ ჩაერთვებით ავანტიურაში; აგრეთვე მოერიდეთ სპორტის ექსტრემალურ სახეობებს.
სასწორი
ეცადეთ, ახალმა ნაცნობმა თავბრუ არ დაგახვიოთ. ნუ გადავარდებით ილუზიებში და ნუ გააიდეალებთ მას. ეს თქვენვე დაგაზარალებთ.
მორიელი
თუ არ გაჯიუტდებით და ყურადღებით იქნებით, ყველაფერს ადვილად აითვისებთ და თქვენს პედაგოგსაც ასიამოვნებთ.
მშვილდოსანი
იუმორის გრძნობა და ოპტიმიზმი ნებისმიერ პრობლემას გადაგალახვინებთ. დღეს კონკურენტებსაც ადვილად ჩამოიცილებთ.
თხის რქა
საქმეების მიუხედავად აუცილებლად გამონახეთ დრო საკუთარი თავისთვის. შეხვდით მეგობრებს, იმხიარულეთ; შეიძინეთ ის, ნივთი რაზეც ოცნებობდით.
მერწყული
დღეს მეტად ენერგიული და მიზანსწრაფული ხართ, რაც საშუალებას მოგცემთ დაამარცხოთ თქვენი კონკურენტები და საქმეებში გამარჯვებას მიაღწიოთ. მხოლოდ ამის შემდეგ შეძლებთ დასვენებას.
თევზები
კონფლიქტის თავიდან აცილების მიზნით, მოერიდეთ გარშემო მყოფებთან დაპირისპირებას. მეტი დრო დაუთმეთ საკუთარ თავზე ზრუნვას, საკუთარი ინტელექტუალური დონის ამაღლებას.