კურო
საქმიანი შეხვედრებით მდიდარი დღე გელით. პარტნიორები ყურადღებით გისმენენ, უფროსი მზადაა თავისი სავარძელი დაგითმოთ. საყვარელი ადამიანის გულის მოსაგებად გარჯა მოგიწევთ, ცოტა ჭირვეულია.
ტყუპი
მოთმინებითა და თავშეკავებით აღიჭურვეთ. ურთიერთობისას იყავით დელიკატური. საყვარელი ადამიანი გაანებივრეთ მზრუნველობით.
კირჩხიბი
მოეშვით ღრუბლებში ფრენას და გონიერებას მოუხმეთ. კოლეგებთან ერთად განიხილით ახალი პროექტები. მეტი ყურადღება მიაქციეთ დეტალებს, საღამოს დიდი ხნის უნახავ მეგობრებს შეეხმიანეთ.
ლომი
კარგი დღეა მნიშვნელოვანი საკითხების მოსაგვარებლად. ახალი იდეების პარტნიორებთან ერთად განსახილველად. პირად ცხოვრებაში რომანტიკული სიურპრიზი გელით.
ქალწული
პოზიტიური მოვლენებით დატვირთული დღე გელით. სასიამოვნო ამბებს შეიტყობთ და საინტერესო საქმიან შემოთავაზებებსაც მიიღებთ. საღამოს ერთგულ მეგობრებს უმასპინძლეთ.
სასწორი
საქმეებითა და რომანტიკით დატვირთული დღე გელით. დღეს არ გაგიჭირდებათ ახალგაცნობილი ადამიანების დამეგობრება. სასურველი ადამიანების მიზიდვა. პირად ცხოვრებაშიც გამოჩნდებიან ახალი სახეები.
მორიელი
წარმატებული დღე გელით. საკუთარი იდეები მხოლოდ ერთგულ ადამიანებს გაუმხილეთ. მეტი დრო გაატარეთ ბავშვებთან ერთად. იმხიარულეთ მათთან ერთად. საყვარელი ადამიანი თქვენგან მეტ მზრუნველობას მოითხოვს.
მშვილდოსანი
უნდა იმუშაოთ, რათა უფროსის რისხვა არ დაიმსახუროთ. კოლეგებთან ერთად განიხილეთ ახალი იდეები. გამონახეთ დრო მეგობრებისა და ნათესავებისთვის. საღამოს საოჯახო საკითხებით დაკავდით.
თხის რქა
აქტიური დღე გელით. მოემზადეთ გამარჯვებისთვის, ყური დაუგდეთ გამოცდილი ადამიანების რჩევებს. პირად ცხოვრებაში სიმშვიდეა, პარტნიორი თქვენს ინიციატივა ელის.
მერწყული
საინტერესო და მხიარული დღე გელით. მნიშვნელოვანია, რომ მეტი ყურადღება მიაქციოთ იმ ადამიანებს, რომლებიც თქვენს მზრუნველობას საჭიროებენ.
თევზები
პოზიტიური დღე გელით. მეტი დრო გაატარეთ თქვენთვის სასიამოვნო ადამიანების გარემოცვაში. ყური დაუგდეთ უფროსი თაობის რჩევებს. საღამოს საჩუქრები შეიძინეთ თქვენთვის.