კურო
მხიარული, კეთილი დღე გელით. მეტი დრო გაატარეთ ოჯახის წევრებთან, საყვარელ ადამიანთან ერთად. მოუწყვეთ რომანტიკული სიურპრიზი. საღამოს ცოტათი იოცნებეთ, ჩამოწერეთ სამომავლო გეგმა.
ტყუპი
მეტი დრო დაუთმეთ საოჯახო საქმეების მოგვარებას. ოჯახის წევრებთან ერთად განიხილეთ ბიუჯეტი, საბინაო საკითხები. საღამოს მეგობრებს უმასპინძლეთ. პირად ცხოვრებაში ჩამოყალიბდით, ვისთან გსურთ ურთიერთობის გაგრძელება.
კირჩხიბი
დილა სამსახურის საქმეებს დაუთმეთ. შუადღიდან საოჯახო ვალდებულებები მოაგვარეთ. საღამოს შესაძლოა ახლობლები გესტუმრონ. ბავშვებს შეუსრულეთ დანაპირები.
ლომი
საინტერესო ადამიანების გაცნობისა და შეხვედრების დღეა. კარგი დღეა შოპინგისთვის, ახლობლებისთვის საჩუქრების შესაძენად. საყვარელი ადამიანი თქვენგან მეტ ყურადღებას ითხოვს.
ქალწული
საქმეებისგან თავის დაღწევას ვერ შეძლებთ. სამსახურისა და საოჯახო ვალდებულებების შესრულება მოგიწევთ. ხმაურიანი წვეულების ნაცვლად გირჩევნიათ, საღამო ოჯახის წევრებთან ერთად გაატაროთ.
სასწორი
ფორტუნა გწყალობთ. სამსახურს საქმეებში წარმატება გელით. მათ დღის პირველი ნახევარი დაუთმეთ. საღამო - რომანტიკულ შეხვედრას. თუ მეგობრებთან ერთად მხიარულებას გადაწყვეტთ, შეეხმიანეთ მათ.
მორიელი
ვალდებულებებით დატვირთული დღე გელით. სამსახურის საქმეები საოჯახოს უნდა შეუთავსოთ. დაიხმარეთ კოლეგები, ოჯახის წევრები, მარტოს გაგიჭირდებათ.
მშვილდოსანი
დღევანდელი დღე საკუთარ თავს უნდა მიუძღვნათ. აკეთეთ თქვენთვის სასიამოვნო საქმე. მოიწყვეთ შოპინგის დღე, შეიცვალეთ იმიჯი. საღამოს მეგობრებთან ერთად იმხიარულეთ.
თხის რქა
დღეს ისე გადაანაწილეთ, რომ არც სამსახურის საქმეებს მოაკლოთ ყურადღება და არც საოჯახო ვალდებულებებს. საღამოს საყვარელ ადამიანთან ერთად საყვარელი რეჟისორის ფილმს უყურეთ.
მერწყული
თქვენს იდეებს გარშემო მყოფები მოიწონებენ და მათ განხორციელებაში დაგეხმარებიან. საოჯახო ვალდებულებები ოჯახის წევრებთან ერთად განიხილეთ, მათთან ერთადვე ჩამოწერეთ სამომავლო გეგმა. გამონახეთ დრო და სუფთა ჰაერზე გაისეირნეთ.
თევზები
დღევანდელი დღე მშვიდ, სასიამოვნო საქმიანობას დაუთმეთ. ნურავისთან იკამათებთ, ეცადებით საკუთარი სიმართლის დამტკიცებას. მეტად დაისვენეთ, გამოიძინეთ.