კურო
ახალი იდეების განხილვის, საინტერესო მიგნებების დღე გაქვთ. გააუმჯობესეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანთან. უმჯობესია, შესარიგებლად პირველი ნაბიჯი თავად გადადგათ.
ტყუპი
კარგი დღეა შემოქმეებითი იდეების განსახორციელებლად. ახლობლები სასიამოვნო ამბით გაგახარებენ. საყვარელ ადამიანთან ერთად დაგეგმეთ მომავალი, კარგი დღეა სამოგზაუროდ ან ქალაქგარეთ გასამგზავრებლად.
კირჩხიბი
ახალი იდეები კოლეგებთან ერთად განიხილეთ. მოერიდეთ უსიამოვნებებსა და კამათს გარშემო მყოფებთან. შეიძლება გამოგიჩნდეთ შემოსავლის ახალი წყარო.
ლომი
იაქტიურეთ, ჩაერთეთ საქმეებში. კარგი დღეა კოლეგებთან ერთად იდეების, გეგმების განსახილველად. კარგი დღეა ვარჯიშისა და ვიტამინების მისაღებად. საყვარელ ადამიანს რომანტიკული პაემანი დაუნიშნეთ.
ქალწული
მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებამდე კარგად დაფიქრდით. მიჰყევით დინებას. ყველაფერს დააკვირდით და აკონტროლეთ. მეტი ყურადღება მიაქციეთ შვილებს.
სასწორი
ცვლილებები გელით როგორც სამსახურის საქმეებში, ასევე პირად ურთიერთობაში, მაგრამ ნაჩქარევ გადაწყვეტილებებს ნუ მიიღებთ. მოერიდეთ ფულის ფლანგვას.
მორიელი
მეტი ყურადღება მიაქციეთ ახლობელთა რჩევებს. კარგად დაგეგმეთ დღე და არც საოჯახო საქმეები დაივიწყოთ. კარგი დღეა დანაპირების შესასრულებლად, უფროსი ნათესავების მოსაკითხ–მოსანახულებლად.
მშვილდოსანი
აქტიური დღე გელით, მაგრამ ყველაფერის მოსწრებას ნუ იჩქარებთ, მხოლოდ მნიშვნელოვანი საქმეებით შემოიფარგლეთ. შეამცირეთ კონტაქტები. საინტერესო ამბები და ცვლილებები გელით; მოამზადეთ დიდხნიანი პროექტები.
თხის რქა
აქტიურად ჩაერთეთ საქმეებში. გააუმჯობესეთ ურთიერთობა გარშემო ყოფებთან. განსაკუთრებით მათთან, ვისზეც თქვენი კარიერული წინსვლა და მატერიალური კეთილდღეობაა დამოკიდებული. თავადაც ნუ იჯდებით უსაქმოდ. შეიმუშავეთ ახალი პროექტები. საღამო მშვიდ, მეგობრულ ატმოსფეროში გაატარეთ.
მერწყული
ყველა უსიამოვნება დიპლომატიურად მოაგვარეთ. წინ მნიშვნელოვანი საუბარი და საინტერესო ამბები გელით. კარგი დღეა მოგზაურობის დასაგეგმად, მგზავრობისა და ინფორმაციის მოსაძიებლად.
თევზები
ნუ აჩქარდებით, მშვიდად განიხილეთ თქვენ გარშემო მომხდარი სიახლეები. გარშემო მყოფების მიმართ მეტი მოთმინება, მზრუნველობა გმართებთ. მიხედეთ ჯანმრთელობას, გარეგნობას. საღამო დასვენებას დაუთმეთ.