3 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის: არავითარ შემთხვევაში არ ჩაერიოთ სხვა ადამიანების კონფლიქტში

3 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის: არავითარ შემთხვევაში არ ჩაერიოთ სხვა ადამიანების კონფლიქტში

ხუთშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:46-ზე

დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. კარგი დღეა მარხვისთვის. საკვები უნდა იყოს მარტივი და მსუბუქი. არ მიირთვათ ხელოვნური პროდუქტები, ნამცხვრები, სოკო და ხორცი. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება. პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება. ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. ეს დღე ყველაზე არახელსაყრელია ქორწინებისა და საქორწილო ღონისძიებებისთვის.

ვერძი

დაძაბულობას მოიხსნით თქვენთვის სასიამოვნო აქტივობებით - კარგი წიგნების კითხვით, საყვარელი ფილმების ყურებით და კიდევ უკეთესი - სიჩუმითა და მარტოობით.

კურო

თუ თქვენს წინააღმდეგ მიმართულ პროვოკაცია აჰყვებით, ხელი შეგეშლებათ ცხოვრებასა და მუშაობაში. არ უნდა აჰყვეთ ტროლებს და ემოციურად არ უნდა რეაგირებდეთ მათ ხრიკებზე.

ტყუპი

უნდა მოიშოროთ გაზრდილი შფოთი, რომელმაც შეიძლება მთელი დღე შეგაწუხოთ. შეიქმენით პოზიტიური განწყობა - ეს არის ერთადერთი გზა კარგი განწყობის შესანარჩუნებლად.

კირჩხიბი

უმჯობესია, დღეს დაგეგმილი საქმეები სრულ მარტოობაში გააკეთოთ. ამგვარად არ მოცდებით ცარიელ საუბრებსა და კამათზე და ვერავინ შეძლებს ხელი შეგიშალოთ მათ განხორციელებაში სამუშაო დღის დასრულებამდე.

ლომი

დღეს ჯობია გონებრივი სამუშაო ფიზიკურ სამუშაოს ამჯობინოთ: თქვენ იოლად შეძლებთ ყველა იმ ამოცანის გადაჭრას, რომელიც ადრე შეუძლებლად გეჩვენებოდათ.

ქალწული

დილიდანვე შეიძლება უსიამოვნო განწყობაზე იყოთ. ეს შეიძლება გამოიწვიოს წინა დღეს მომხდარმა ამბებმა ან ადამიანებმა. ნუ მიიტანთ ნურაფერს გულთან ახლოს. ყველაფერი იოლად მოგვარდება და განწყობაც შეგეცვლებათ.

სასწორი

არავითარ შემთხვევაში არ ჩაერიოთ სხვა ადამიანების კონფლიქტში. წინააღმდეგ შემთხვევაში ვერც თქვენი თანდაყოლილი ბრწყინვალე დიპლომატიური ნიჭის წყალობით ვერ შეძლებთ მათგან თავის დაღწევას დანაკარგების გარეშე.

მორიელი

დღის ყველა ნეგატიური გამოვლინების თავიდან აცილების შესანიშნავი გზაა საკუთარი თავის დატვირთვა მნიშვნელოვანი პროფესიული პრობლემების გადაჭრით. ასე ვერც კი შეამჩნევთ, რამდენად სწრაფად გადის დრო.

მშვილდოსანი

არ არის მიზანშეწონილი გულწრფელი იყოთ იმ ადამიანებთან, რომლებსაც კარგად არ იცნობთ და მით უმეტეს, გაანდოთ მათ პირადი ინფორმაცია, რომლის საიდუმლოდ შენახვაც გსურთ: არ იცით, როგორ გამოიყენებენ მას.

თხის რქა

დღეს, მიუხედავად იმისა, რომ სამუშაო დღეა, მნიშვნელოვანია დროის გამონახვა საოჯახო საქმეებისთვის: ბოლო დროს პროფესიული საკითხები თქვენთვის პრიორიტეტულია, რის გამოც მთლიანად უგულებელყავით თქვენი სახლი და შესაძლოა, ოჯახის წევრებმა ეს არ გაპატიოთ.

მერწყული

დღეს მომხდარ ნებისმიერ ჩხუბს შეიძლება სერიოზული შედეგები მოჰყვეს: თუ არ გსურთ საყვარელი ადამიანის კარგი დამოკიდებულება სისულელის გამო დაკარგოთ, თავი შეიკავეთ კონფლიქტებისგან.

თევზები

არ უნდა დაადანაშაულოთ ​​საკუთარი თავი იმაში, რომ, როგორც გეჩვენებათ, არასწორად მოიქეცით გარკვეულ სიტუაციაში. საბოლოო ჯამში, მიხვდებით, რომ არაფერი დაგიშავებიათ, ხოლო შეცდომის დაშვების უფლება ყველას აქვს.