ავტორი:

3 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

3 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

3 ივლისი კვირა, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 08:56-ზე, მთვარე ლომშია

მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას. უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა სხვა დღისთვის გადადეთ. არ გირჩევთ საქმეების, ურთიერთობის გარჩევას. მშვიდად აკეთეთ თქვენი საქმე. ნუ განიხილავთ ახალ პროექტებს. კარგად გამოიძინეთ, მიიღეთ მზის აბაზანები და დიდხანს ისეირნეთ ფეხით, ივარჯიშეთ.

ვერძი: არაფერი სერიოზული დღეს არ დაგეგმოთ. იყავით დაკვირვებული, რათა დაუფიქრებლობით არ დაუშვათ შეცდომები.

კურო: ვალდებულებების, დანაპირების შესრულების დღეა. იყავით მომართული ურთიერთობების გაუმჯობესებაზე ასაკით უფროს ნათესავებთან.

ტყუპი: აქტიური და საქმიანი ხართ, მოგინდებათ ერთდროულად რამდენიმე საქმის შესრულება და იყავით დაკვირვებული.

კირჩხიბი: სასიამოვნო შეხვედრების და მხიარულებისთვის მოემზადეთ, იყავით მომართული ურთიერთობების გაუმჯობესებაზე გარშემო მყოფებთან.

ლომი: ყველაზე საინტერესო მოქმედება კულისებში ხდება. იყავით დაკვირვებული, მაგრამ არაფერში ჩაერიოთ.

ქალწული: დღეს მეტი თავდაჯერებულობა და დაკვირვებულობა მოგეთხოვებათ. ნუ მიიღებთ ნაჩქარევ გადაწყვეტილებებს.

სასწორი: დაისვენეთ და გამოიძინეთ. არაფერი მნიშვნელოვანი დღეს არ დაგეგმოთ. დააკვირდით გარშემო მყოფებს მათ ქმედებებს.

მორიელი: განსხვავებული მოსაზრების გამო მოერიდეთ ურთიერთობის დაძავას ახლობლებთან. მეტი დრო დაუთმეთ ვალდებულებების შესრულებას.

მშვილდოსანი: დაკვირვებული და გააზრებული უნდა იყოთ. გათვალეთ მომავალი, გააზრებულად ხარჯეთ ფული და ნუ დაკარგავთ დროს უსარგებლო საქმეზე.

თხის რქა: დაივიწყეთ საქმეები და ვალდებულებები. იყავით მომართული დასვენებაზე, სიამოვნების მიღებაზე.

მერწყული: მოულოდნელმა შეხვედრამ შეიძლება თავდაყირა დაგიყენოთ დღის გეგმა. იყავით მომართული კეთილი საქმის კეთებაზე.

თევზები: გააუმჯობესეთ დამოკიდებულება საყვარელ ადამიანთან. პრეტენზიები და კინკლაობა კარგს არაფერს მოგიტანთ. განახორციელეთ შემოქმედებითი იდეები.