3 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

3 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

კურო

თუ საკუთარ თავში დარწმუნებული ხართ, გარისკეთ. კარგი დღეა სტერეოტიპების დასამსხვრევად და ორიგინალური იდეების განსახორციელებლად.

ტყუპი

სანამ ძველ პარტნიორთან ურთიერთობას არ დაასრულებთ, ახალთან რომანს ნუ გააბამთ. თქვენი უყურადღებობის ბრალია, რომ პირადი ცხოვრება მოუწყობელი გაქვთ.

კირჩხიბი

დღეს ფიქრისთვის საკმაო დრო გექნებათ. ჩამოყალიბდით, რისი შეცვლა გსურთ ცხოვრებაში, გაიარეთ კონსულტაცია მეგობრებთან და ამოქმედდით.

ლომი

კარგი დღეა მატერიალური საკითხების გადასაჭრელად. გავლენიან ადამიანებთან შეხვედრებისა და მოლაპარაკებებისთვის, რთული საკითხების მოსაგვარებლად.

ქალწული

გარშემო მყოფთა აზრს ნაკლები ყურადღება მიაქციეთ. აკონტროლეთ ემოციები და ნუ ჩაერევით სხვათა საქმეებში. ნუ იქნებით კრიტიკული.

სასწორი

შემოქმედებითი იდეების განხორციელების განწყობაზე ხართ, მაგრამ თუ მატერიალურად ძლიერი არ იქნებით და გვერდით ერთგული პარტნიორი არ გეყოლებათ, გაგიჭირდებათ.

მორიელი

განსაკუთრებულ შედეგებს ეს დღე არ მოგიტანთ. აგრეთვე, გარშემო მყოფების იმედიც ნუ გექნებათ. უმჯობესია, ყველა საქმე ან თავად შეასრულოთ, ან აკონტოლოთ მაინც.

მშვილდოსანი

კარგი დღეა ბიზნესიდეების რეალიზებისთვის, პარტნიორებთან სამომავლო გეგმების განსახილველად. პირად ცხოვრებაში კარდინალურ ცვლილებს არ გირჩევთ.

თხის რქა

თუ პარტნიორის ნაკლოვანებებზე ყურადღებას არ გაამახვილებთ და მას მეტი ყურადღებითა და სითბოთი მოექცევით, მით უკეთესი იქნება თქვენთვის.

მერწყული

თუ გარშემო მყოფებთან, ან საყვარელ ადამიანთან რაღაც შეგეშალათ, დროულად მოიხადეთ ბოდიში და ურთიერთობა სუფთა ფურცლიდან დაიწყეთ.

თევზები

კარგი დღეა პირადი ცხოვრების მოსაგვრებლად. იმისათვის, რომ საქმიან სფეროში წარმატება შეინარჩუნოთ, ყველაფერი უნდა აკონტროლოთ და კრიტიკასაც არ მოერიდოთ.

31 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით

მთვარის ჰოროსკოპი: 31 ოქტომბერი

30 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით