კურო
დღეს რჩევისა და დახმარებისთვის არაერთხელ მოგმართავენ. კარგი დღეა სწავლისთვის. შეიძლება იპოვოთ დაკარგული ნივთები. აღადგინოთ ურთიერთობა დიდი ხნის უნახავ ახლობლებთან, პარტნიორებთან.
ტყუპი
დღეს მეტად ცნობისმოყვარე ხართ და ახლობლებთან ურთიერთობის სურვილიც მოგეძალებათ. ისეთ საქმიანობაში ჩაერთეთ, რომელიც გაგიუმჯობესებთ მატერიალურ მდგომარეობას. შეიძლება გაიხსენოთ მივიწყებული ჰობი, რომელიც ფულს მოგიტანთ.
კირჩხიბი
დღეს პირადი და საოჯახო ინტერესის დამცველი იქნებით. მოულოდნელი შეხვედრა გელით დიდი ხნის უნახავ ახლობელთან. მეტად გამოავლინეთ კულინარიული და ლიტერატურული ნიჭი. შვილები თქვენი ბავშვობის დროინდელი კერძით/დესერტით გაანებივრეთ.
ლომი
შანსი მოგეცემათ დაუბრუნდეთ ძველ საუბარს, პროექტს. ყური დაუგდეთ მშობლების რჩევებს, უფროსის რეკომენდაციებს. კარგი დღეა საჭირო ინფორმაციის მოსაძიებლად.
ქალწული
გაგიუმჯობესდებათ მატერიალური მდგომარეობა. თქვენ სასარგებლოდ მოგვარდება იურიდიული და საბინაო საკითხი. კარგი დღეა ბავშვობის დროინდელი ადგილების მოსანახულებლად, დიდი ხნის უნახავ მეგობრებთან შესახვედრად.
სასწორი
დღეს ახლობლების ინტერესების გათვალისწინებით უნდა იმოქმედოთ. მოსალოდნელია დოკუმენტების გადამოწმება. დაუკვირდით უფროსის მითითებებს, მშობლების რჩევებს.
მორიელი
კარგი დღეა მოლაპარაკებებისა და კონსულტაციებისთვის. მეტი დრო დაუთმეთ უცხოელ პარტნიორებთან ურთიერთობას. მშვიდად შეხვდით სხვათა სურვილებს, ჩვეულებებსა და ჭირვეულობებს.
მშვილდოსანი
გადახედეთ დოკუმენტებს. შეიძლება ცვლილები იყოს საჭირო ფინანსურ საბუთებში, საშვებულებო გრაფიკში. ესტუმრეთ ექიმს. სამსახურის საქმეები მშვიდად მოაგვარეთ, არავის დასცინოთ და გააკრიტიკოთ.
თხის რქა
ეცადეთ, გარშემო კომფორტული გარემო შეიქმნათ და ახლობლებს საკუთარი საუკეთესო თვისებები დაანახვოთ. გააუმჯობესეთ პარტნიორული ურთიერთობები. შეიძლება ყოფილმა შეყვარებულმაც მოინდომოს თქვენთან ურთიერთობის აღდგენა.
მერწყული
მეტი ყურადღება მიაქციეთ საოჯახო საქმეების მოგვარებას, კვების რეჟიმს, სამუშაო კუთხის კეთილმოწყობას. გააუმჯობესეთ ურთიერთობა კოლეგებთან, საქმიან პარტნიორებთან. კარგი დღეა მათთვის, ვინც საოჯახო ბიზნესის წამოწყებას ფიქრობს.
თევზები
შეხვედრების, მოლაპარაკებების დღეა. გადახედეთ ძველ ჩანაწერებს, ლექციებს. შეიძლება თქვენთვის მნიშვნელოვანი და საჭირო ინფორმაცია აღმოაჩინოთ. შემოქმედებითმა საქმიანობამ (მუსიკალურმა და ლიტერატურულმა) შეიძლება მატერიალური მდგომარეობა გაგიუმჯობესოთ.