3 ივლისის იუბილარი

3 ივლისის იუბილარი

ივლისი ე.წ. სამეფო თვის სიმბოლიკითაც ხასიათდება. ივლისის თავდაპირველ სახელწოდებად, ქუინტილუს Quintilis (ლათ. quintus – «ხუთი») იყო მიჩნეული. თუმცა უკვე ჩვ. წელთაღრიცხვამდე 45 წელს, ოქტავიანე ავგუსტუსის ინიციატივით ამ თვეს სახელი შეეცვალა და იწოდა ივლისად, ოქტავიანეს წინამორბედის – რომის იმპერატორ იულიუს ცეზარის პატივსაცემად, რომელიც სწორედ ამ თვეში გახლდათ დაბადებული. ასტროლოგიური თვალსაზრისით, ივლისი ორ ზოდიაქოს ნიშანს – კირჩხიბსა და ლომს აერთიანებს, ორივე მათგანი კი თავის მხრივ სრულად ამართლებს ივლისის პერსონიფიკაციას – კირჩხიბი თავისი სულიერი სითბოთი და ემოციურობით, ლომი კი დიდსულოვნებითა და მეფური ხასიათით.

როგორია 3 ივლისს დაბადებული ადამიანი

3 ივლისს დაბადებული ადამიანები უზომოდ პუნქტუალურები და დაკვირვებულები არიან. ისინი გამოირჩევიან კეთილსინდისიერებით ნებისმიერი სამუშაოს შესრულებისას. რის გამოც მათ დამსახურებულად სცემენ პატივს გარშემო მყოფები. ამ ხალხს უყვარს ფილოსოფიური საუბრები და უბრალო, ადამიანურ ურთიერთობებს ანიჭებენ უპირატესობას.