* ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ.
* კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის.
* არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, – აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს.
* კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის.
* სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა.
* ამ დღეს დაბადებული ბავშვი ჩვილობიდანვე ავლენს სიბრძნეს. იღბლიანია და ხშირად ხედავს წინასწარმეტყველურ სიზმრებს.
* მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს.
* სუსტი წერტილია ყურები: მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას.
* თმის სტილისტთან ვიზიტი სხვა დღისთვის გადადეთ.
* ამ დღის ქვაა: წითელი იასპი.
სამედიცინო რეკომენდაციები – მთვარე ვერძში
* ამ დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
* თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
* მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
* კარგია დიეტა. მიირთვით ხილი, ბოსტნეული, მარცვლეული პროდუქტი.