შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ.
მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან.
სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ.
კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად.
მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა.
თმის შეჭრა უფრო მეტად გაგალამაზებთ.
მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას, მწერების მოკვლას.
ამ დღეს დაბადებული ადამიანი მთელ ცხოვრებას უზრუნველად გაატარებს, მაგრამ საკმაოდ ზარმაციც იქნება.
ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი.
ამ დღის ქვებია: ჟადეიტი, აქვამარინი, ამეთვისტო.
სამედიცინო რეკომენდაციები - მთვარე კუროში
მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე.
ამ დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
კარგი დღეა ბუნებაში სასეირნოდ, მიწაზე სამუშაოდ.
დღეს კარგია ცურვა, საუნა.
რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.